კობა (ქალაქი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოოჩ-მულის პირამიდა

კობამაიას ცივილიზაციის ქალაქის ნანგრევები მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. მდებარეობს მაიას სხვა ძეგლის, ჩიჩენ-იცადან 90 კილომეტრით აღმოსავლეთით, კარიბის ზღვიდან 40 კილომეტრით დასავლეთით.

კობა მდებარეობს ორი ლაგუნის ირგვლივ. ქვის ამაღლებული, მობათქაშებული გზები ძეგლიდან ირგვლივ, ახლო-მახლო მიემართება. ამ გზებს მაიას ენაზე საკბე ჰქვია. ზოგიერთი ეს ქვაფენილი კარიბის ზღვის სანაპიროზე გადის, ხოლო ზოგიერთი ყველაზე გრძელი დასავლეთით, მაიას ძეგლ იახუნასკენ მიემართება. კომპლექსი შეიცავს რამდენიმე ტაძარ-პირამიდას, რომელთაგან უმაღლესი, რომელიც ნოოჩ-მულის სახელითაა ცნობილი, 42 მეტრი სიმაღლისაა.

კობას მოსახლეობა, მისი განვითარების პიკისას, შეადგენდა 50. 000 კაცს და განფენილი იყო 80 კვ. კმ-ზე. ეს ტერიტორია დასახლებულ იქნა ჩვ. წ I საუკუნეში. ნაგებობათა უმრავლესობა განეკუთვნება ჩვ. წ. 500-900 წლებს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე