ლაბნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაბნას სასახლე
ლაბნას ჭიშკარი

ლაბნამაიას ცივილიზაციის საცერემონიო ცენტრი თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის ნახევარკუნძულზე, იუკატანის შტატში.

ძეგლის სტრუქტურას წარმოადგენს ორსართულიანი “სასახლე”, რომელიც პუუკის რეგიონში მდებარე მეზობელ სხვა ძეგლებთა შედარებით ყველაზე გრძელია (120 მ). სასახლიდან გამოდის საცერემონიო გზა, რომელიც მიემართება საგულდაგულოდ დეკორირებულ თაღისებურ ჭიშკრისკენ. ამ ჭიშკრის სიგანე 3 მეტრია, სიმაღლე 6 მეტრი და შეიცავს საკმაოდ კარგად შენახულ ბარელიეფებს. ამ ჭიშკრის შემდეგ დგას ტაძრის ტიპის პირამიდა.

ამ კომპლექსის არქიტექტურის სტილი ცნობილია როგორც “მაიას პუუკის სტილის” რეგიონული არქიტექტურა.

როგორც სასახლეზეა წაწერილი, მისი აშენების თარიღია ჩვ .წ. 862 წელი. პირველად კომპლექსი აღმოაჩინეს 1842 წელს.

1996 წელს, იუნესკომ, ლაბნა მაიას სხვა ძეგლ უშმალთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 20°10′21″ ჩ. გ. 89°34′44″ დ. გ. / 20.17250° ჩ. გ. 89.5790000° დ. გ. / 20.17250; -89.5790000