საიილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საიილის სასახლის ნანგრევები

საიილიმაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, იუკატანის შტატში, მაისა სხვა ძეგლის, უშმალის სამხრეთით. გადაჭიმულია 5 კმ.კვ -ზე.

საიილი ყვადოდა და თავის განვითარების აპოგეას მიაღწია ჩვ. წ. 800-950 წლებში. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, საიილი იყო მოერეხარისხოვანი ცენტრი და ემორჩილებოდა უშმალს.[1]


ქალაქის ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა სამდონიანი სასახლე, თავის კოლონადებით, იგი იგებულია "პუუკის" სტილში. სასახლე რამდენიმე ეტაპად აშენდა, თუმცა ზუსტი წლები დაუდგენელია.

ქალაქში მრავლადაა წყლის მიწისქვეშა რეზერვუარები, რომლითაც შემდეგ მთელი საიილი მარაგდებოდა.

1996 წელს, საიილი უშმალთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

კოორდინატები: 20°10′40″ ჩ. გ. 89°39′09″ დ. გ. / 20.1780000° ჩ. გ. 89.65250° დ. გ. / 20.1780000; -89.65250

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sharer & Traxler 2006, p.545.