ნაკბე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოორდინატები: 17°40′39″ ჩ. გ. 89°52′06″ დ. გ. / 17.67750° ჩ. გ. 89.8685500° დ. გ. / 17.67750; -89.8685500

ძველი ქალაქი
ნაკბე
Nakbé
Nakbe str.JPG
მაიას ნანგრევები ნაკბეში
ქვეყანა მაიას ცივილიზაცია

ნაკბე (Nakbé) — მაიას ქალაქის ნანგრევები გვატემალაში, პეტენის პროვინციაში.

ქალაქი მდებარეობს მაიას ქალაქ ელ-მირადორის ნანგრევებიდან სამხრეთით, დაახლოებით 15 კმ-ში, რომელთანაც ნაკბე დაკავშირებული იყო საკბეთი (Sacbé), ძველი მაიას ეგრეთ წოდებული ჩქაროსნული გზით. გვიანი კლასიკური პერიოდის დროს ქალაქი საკბეთი იყო დავაშირებული მაიას სხვა დასახლებასთანაც — კალაკმულთან.

რეგიონი, რომელშიც ნაკბე მდებარეობს, დასახლებული იყო ძვ. წ. დაახლოებით 1400 წლიდან. ქალაქის აყვავების ხანა მოიცავს ძვ. წ. 800-400 წლებს, რომლის დროსაც ნაკბე მაიას პირველ მსხვილს ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის არქიტექტურული განვითარების დასაწყისი ემთხვევა ძვ. წ. 1000-800 წლებს შორის პერიოდს.

ნაკბე იპოვეს 1930 წელს, მაგრამ მისი არქიტექტურული გამოკვლევა მხოლოდ 1962-ში დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნაკბე&oldid=2601929“-დან