აკანმული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასახლე აკანმულეში, ხედი წინიდან
სამსართულიანი სასახლე აკანმულეში, ხედი გვერდიდან

აკანმული (ესპ. Acanmul) — მაიას ცივილიზაციის ნანგრევები მექსიკაში. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, კამპეჩეს შტატში, შტატის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 25 კმ-ზე. თანამედროვე ეპოქაშიც კი აკანმული და მისი მიმდებარე რეგიონი ნაკლებადაა შესწავლილი არქეოლოგების მიერ.

აკანმულის პირველი მოკლე აღწერილობა დაგვიტოვა ჰარი პოლოკმა.[1]. 2000 წლიდან აქ მიმდინარეობს არეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელები: ებერ ოხედა (Heber Ojeda) და ჯოზეფ ბოლი (Joseph Ball).

არქეოლოგების უდიდეს ყურადღებას იპყრობს სამსართულიანი შენობა, რომელიც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო გვიანკლასიკური პერიოდის მმართველის სასახლე.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. H. E. D. Pollock: The Puuc. An architectural survey of the hill country of Yucatan and northern Campeche, Mexico. Peabody Museums of Archaeology and Ethnology, Cambridge, Mass. 1980, ISBN 0-87365-693-8.< S. 537—541