გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ნაგებობას ეხება. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის შესახებ იხილეთ გალავანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი).
კრაკ-დე-შევალიეს გალავანი, სირიაში

გალავანი — ძველი ქალაქის, ციხის, არქიტექტურული კომპლექსის (სასახლის, მონასტრის და ა. შ.) ირგვლივ შემოვლებული ქვის ან აგურის კედელი, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. გალავნის სისტემაში ჩართული იყო სხვადასხვა სახის საფორტიფიკაციო ელემენტები — საბრძოლო კოშკები, ქონგურები, სალოდეები (დუროები), შესასვლელი კარიბჭეები. გალავანში, ჩვეულებრივ, იმ ადგილებში ეწყობოდა, სადაც ქალაქს საქარავნო თუ სხვა გზები ადგებოდა. მაგ., თბილისის გალავანში იყო განჯის, კოჯრის, დიღმის კარები, შესაბამის დასახლებულ პუნქტებში მიმავალი გზებისაკენ მიმართული.

აგრეთვე სათავდაცვო ნაგებობის ტიპი XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში, ჩვეულებრივ, გეგმით კვადრატული ან სწორკუთხა, კედელშემოვლებული ეზო, რომელსაც ჰქონდა ფართო ჭიშკარი და კოშკები (სხვა ნაგებობებიდან ზოგ გალავანში გვხვდება აგრეთვე მცირე ეკლესია). მტრის შემოსევის დროს გალავანში თავს აფარებდა სოფლის ან კუთხის მთელი მოსახლეობა საქონლიანად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 632, თბ., 1977