განხილვა:ტეხასი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტეხასია სწორი ფორმა თუ ტექსასი?--შოთა [UT] 11:44, 6 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სად და რომელ ავტორიტეტულ ნაშრომში გაქვთ წაკითხული ტექსასი ?. - ოთოჯი განხილვა 11:54, 6 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე არსად, უბრალოდ, ასეთი კითხვა დამისვეს და არ ვიცოდი დაზუსტებით. ვიკიში გადავამოწმე და ტეხასი ეწერა, მაგრამ ამის მიხედვით ტექსასი გამოდის, ამიტომ მეც დავინტერესდი, რომელია სწორი ფორმა--შოთა [UT] 13:24, 6 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბევრჯერ მითქვია, რომ ქართულ ენაში არსებობს ერთგვარი გამონაკლისები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტექსასი არ დამკვიდრებულა ქართულში და არც ვიკიპედიაა ამ დასახელებათა შეცვლის ადგილი. ბოდიშით, მაგრამ ვიღაცას რაღაც მოუვა თავში, მერმე სოციალურ ქსელებში ააჟღერებს თუ სადღაც და საბოლოოდ ვიღებთ ირაციონალურ აზრს — სილულელეს. მოდით შემოვიფარგლები გეოგრაფიის თემით. მეცნიერებაში იცით რას ნიშნავს განმტკიცება ?! როდესაც მოსაზრება არის წამოყენებული ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნააზრევი განმტკიცებულია. აზრის წამოყენება ერთია, ხოლო მისი განმტკიცება მეორე. მაგალითისთვის, ბზიფის ქედის დასახელების ისტორია; ბზიფის ქედს სახელწოდება მისცა სალაცკიმ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა თავის დროზე, რომ ეს დასახელება განმტკიცებულია ლიტერატურაში, განუმტკიცებელი იყო, ხოლო შემდეგ პროფესორმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა განამტკიცა იმავე დასახელებით ლიტერატურაში. აი ამაზე ვსაუბრობ მეგობრებო. ახლა ისმის ლოგიკური შეკითხვა, ვინ განამტკიცა ტექსასი გეოგრაფიულ ლიტერატურაში ?. - ოთოჯი განხილვა 14:56, 6 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

საქმე მარტო ამაში არ არის. შტატის ინგლისური დასახელება Texas (ტექსას) წარმოდგება თავდაპირველი ესპანური დასახელებიდან Tejas (ტეხას). აქედან გამომდინარე, სწორი დასახელებაა ტეხასი. 92.51.105.49 13:17, 17 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]