მუსლიმანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსლიმანთა ნამაზი

მუსლიმანი, მუსულმანი, მუსლიმი, მაჰმადიანი (არაბ. مسلم‎‎ - მორჩილი, ერთგული, თავდადებული) არის პიროვნება, რომელიც თავის რელიგიათ აღიარებს ისლამს. ისლამის მიმდევრებს (მუსლიმანებს) სწამთ ერთადერთი ღმერთის - ალაჰის, აგრეთვე სწამთ, ალაჰის მიერ გაჩენილი ანგელოზების, შუამავლების, რომელთა საშუალებითაც ალაჰმა კაცობრიობას თავისი მოძღვრება გადასცა, განკითხვის დღის, უფლის სამსჯავროს წინაშე წარსდგომისა და იმქვეყნიური ცხოვრების. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის ბედ იღბალის სრული განმკარავი ალაჰია.

მუსლიმანებს სწამთ შუამავლების – ადამის, ნოესი, აბრაამის, ისმაელის, ისააკის, იაკობის, იოსების, იობის, მოსესი, აარონის, დავითის, სოლომონის, ელიასი, იოანე ნათლისმცემელისა, ისა–იესოსა და მათი მიჩნევით ალაჰის უკანასკნელი შუამავლის, მუჰამედის, რომელსაც მუსულმანთა მოსაზრებით. მთავარანგელოზი გაბრიელის საშუალებით, ალაჰმა თავისი მოძღვრება გადასცა.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]