საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1921 წ. შეიარაღებული ინტერვენციის გზით დაამხო საბჭოთა რუსეთმა. მოხდა ქვეყნის სამხედრო ოკუპაცია და საბჭოთა რეჟიმის დამყარება.

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1921 წ. 2 თებერვალიეკატერინოდარი. კავკასიის ფრონტის სარდალ ვ. გიტისის ბრძანება თბილისის მიმართულების ჯარების ჯგუფის შექმნის შესახებ მ. ველიკანოვის სარდლობით. ჯგუფში შედიან: მე-20 და მე-9 მსროლელი და მე-12 კავალერიული დივიზიები, სომხური კავალერიული ბრიგადა, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი და 2 სატანკო რაზმი.
  • 1921 წ. 11 თებერვალიბოლშევიკები იწყებენ შეიარაღებულ ამბოხებას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ლორეში.
  • 1921 წ. 12 თებერვალი — ბოლშევიკი მეამბოხეები თავს ესხმიან გორს და დუშეთს; იკავებენ ბორჩალოს მაზრას.
  • 1921 წ. 15 თებერვალილენინი აძლევს მითითებას კავკასიის ფრონტის მე-11 წითელ არმიას შეიარაღებული დახმარება გაუწიოს ბოლშევიკურ ამბოხებას საქართველოში და აიღოს თბილისი.
  • 1921 წ. 16 თებერვალი — რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები ა. გეკერის სარდლობით კვეთენ საქართველოს საზღვარს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, უბრძოლველად იკავებენ წითელ ხიდს და სოფ. შულავერს და წინ მიიწევენ თბილისის მიმართულებით.
  • 1921 წ. 16 თებერვალი — წითელი არმიის ნაწილები თავს ესხმიან საქართველო სახალხო გვარდიის პოლკოვნიკ კოდუას და კაპიტან კვიტაიშვილის მეთაურობის ქვეშ მყოფ სასაზღვრო ნაწილებს ფოილოს ხიდთან. ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გვარდია ხიდს აფეთქებს და უკან იხევს თბილისისკენ.
  • 1921 წ. 17 თებერვალი — კავკასიის ფრონტის სარდალი ვ. გიტისი ბრძანებას აძლევს ყუბანის მე-9 არმიას ა. ჩერნიშევის მეთაურობით დაიწყოს შეტევა აფხაზეთში. მე-11 არმია იკავებს ეკატერინფელდს, მარნეულს, კეშალოს, კოდას, ელიზაბეტალს, სალოღლისა და ბეიუქ-ქიასიკს.
  • 1921 წ. 18 თებერვალი — შულავერში შექმნილი საქართველოს რევკომი ფ. მახარაძის თავმჯდომარეიბით აცხადებს საბჭოთა ხელისუფლებას. აფხაზეთში იქმება დროებითი რევკომი ნ. ჟვანიას, მ. ცაგურიასა და ი. სვერდლოვის შემადგენლობით. მე-11 არმიის ნაწილები კურიშკოს მეთაურობით ბრძოლით იღებენ დედოფლისწყაროს; კურშიკო ბრძოლაში იღუპება. მე-11 არმიის მ. ველიკანოვის დაჯგუფება უტევს კოჯორისა და იაღლუჯის პოზიციებს, მაგრამ ქართული ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკან იხევს.
  • 1921 წ. 19 თებერვალი — საქართველოს ჯარები განაგრძობენ კონტრშეტევას კოჯორისა და სოღანლუღის მიდამოებში თბილისის სამხრეთით.
  • 1921 წ. 20 თებერვალი — მე-11 არმიის ნაწილები გადაჯგუფების შედეგად იკავებენ მანგლისს თბილისიდან დასავლეთით, 30 კმ-ზე. რუსეთის არმია ახერხებს ქართული ჯარების კონტრიერიშის შეკავებას.
  • 1921 წ. 21 თებერვალი — ა. გეკერის ბრძანებით თბილისთან იქმნება ჯარების მარცხენა (მე-20 და 32-ე მსროლელი დივიზიები) და მარჯვენა (მე-9 მსროლელი დივიზია, მე-18 და მე-12 კავალერიული ბრიგადები) ჯგუფები.
  • 1921 წ. 22 თებერვალი — წითელი არმია ახერხებს ქართველების მიერ აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენას მდ. ალგეთზე, თბილისის სამხრეთით.
  • 1921 წ. 23 თებერვალი — ყუბანის მე-9 არმია იკავებს ქ. გაგრას. მე-11 არმია ანახლებს გადამწყვეტ იერიშს თბილისზე.
  • 1921 წ. 24 თებერვალი — მძიმე და უთანასწორო ბრძოლების შემდეგ საქართველოს სარდლობა იღებს თბილისის ევაკუაციის გადაწყვეტილებას. საქართველოს მთავრობა ქუთაისში გადადის.
  • 1921 წ. 25 თებერვალი — მე-11 წითელი არმია ახდენს თბილისის ოკუპაციას; ქალაქში იწყება ძარცვა და რეპრესიები; საქართველოს რევკომი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად აცხადებს. ყუბანის მე-9 არმია იკავებს სოფ. ლიხნის აფხაზეთში. 98-ე მსროლელი ბრიგადა საქართველოში იჭრება მამისონის უღელტეხილით.
  • 1921 წ. 26 თებერვალი — ყუბანის მე-9 არმია იკავებს გუდაუთას.
  • 1921 წ. 28 თებერვალი — 98-ე მსროლელი ბრიგადა იკავებს ონს. ქართული ჯარი საფრანგეთის სამხედრო გემების დახმარებით მცირე ხნით იბრუნებს გაგრას.
  • 1921 წ. 1 მარტი — ყუბანის მე-9 არმია კვლავ იღებს გაგრას.
  • 1921 წ. 3 მარტი — ქართული ჯარი მარცხდება ყუბანის მე-9 არმიასთან ბრძოლაში ახალ ათონთან.
  • 1921 წ. 4 მარტი — ყუბანის მე-9 არმიის 31-ე მსროლელი დივიზია შედის სოხუმში. ბოლშევიკები აფხაზეთს აცხადებენ დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად აცხადებენ.
  • 1921 წ. 5 მარტი — მე-11 წითელი არმიის ნაწილები იკავებენ ცხინვალს, გადადიან სურამის უღელტეხილს, უტევენ სურამსა და ბაკურიანს.
  • 1921 წ. 7 მარტი — მე-11 წითელი არმიის ნაწილები იკავბენ ბორჯომს. ყუბანის მე-9 არმიის 31-ე მსროლელი დივიზია იკავებს ოჩამჩირეს. თურქეთის ჯარები ქარაბექირ-ფაშას მითითებით ახდენენ ახალციხის დროებით ოკუპაციას.
  • 1921 წ. 8 მარტი — მე-11 წითელი არმიის ნაწილები იკავბენ ახალციხეს. თურქეთის ჯარები არტაანის ოლქში ბრუნდებიან.
  • 1921 წ. 9 მარტი — ყუბანის მე-9 არმიის 31-ე მსროლელი დივიზია ა. ჩერნიშევის სარდლობით იკავებს ზუგდიდს. მე-11 წითელი არმიის ბათუმის დაჯგუფება იკავებს სოფ. ლაშს.
  • 1921 წ. 10 მარტი — მე-11 წითელი არმია შედის ქუთაისში.
  • 1921 წ. 11 მარტიბათუმის გარეუბნებში თურქეთის ჯარი შედის.
  • 1921 წ. 12 მარტი — მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია დ. ჟლობას სარდლობით იწყებს მარშს ახალციხიდან ბათუმისკენ გოდერძის უღელტეხილის გავლით.
  • 1921 წ. 14 მარტი — მე-9 და მე-11 წითელი არმიების ნაწილები იკავებენ ფოთს. მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია დ. ჟლობას სარდლობით გადადის გოდერძის უღელტეხილზე.
  • 1921 წ. 17 მარტი — ქუთაისში საქართველოსა და საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლები თანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე. საქართველოს ჯარის ნაწილები გენ. მაზნიაშვილის მეთაურობით ბათუმს თურქებისგან ათავისუფლებენ.
  • 1921 წ. 18 მარტი — საქართველოს მთავრობა ზღვით ბათუმს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. იქმნება ბათუმის ოლქის დროებითი რევკომი ს. ქავთარაძის ხელმძღვანელობით.
  • 1921 წ. 19 მარტი — მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია დ. ჟლობას სარდლობით ბათუმში შედის.
  • 1921 წ. 24 მარტი — საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტი საქართველოს დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.
  • 1921 წ. 14 აპრილი — ლენინის მიმართვა „აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, დაღესტანის, მთიელთა რესპუბლიკის ამხანაგ კომუნისტებს“.
  • 1921 წ. 21 მაისი — მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს საბჭოთა მთავრობები ხელს აწერენ შეთანხმებას „სამხედრო-სამეურნეო კავშირის“ შესახებ. საქართველოს რევკომი იღებს დეკლარაციას აფხაზეთის სსრ „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.
  • 1921 წ. 26 სექტემბერი — ყარსში იხსება რუსეთ-თურქეთის სამშვიდობო კონფერენცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფორმალური მონაწილეობით.
  • 1921 წ. 10 ოქტომბერიყარსის ხელშეკრულება: საქართველოს ართვინისა და არტაანის ოლქები თურქეთის მფლობელობაში გადადის. თურქეთი უარს ამბობს აჭარაზე, რომელსაც საქართველოს სსრ შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსი ენიჭება.
  • 1921 წ. 16 დეკემბერი — თბილისში ხელი ეწერება სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის, რომლის ძალითაც აფხაზეთი შედის საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით.