სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინიკელთა ორდენის სანტა-მარია-დელე-გრაციეს მონასტერი ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობით.*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°27′57″ ჩ. გ. 9°10′16″ ა. გ. / 45.46583° ჩ. გ. 9.17111° ა. გ. / 45.46583; 9.17111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 93
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 93
ინგლ.რუს.ფრ.

სანტა-მარია-დელე-გრაციე (იტალ. Santa Maria delle Grazie) — ეკლესია და დომინიკელთა ორდენის მონასტერი მილანში. მონასტრის სატრაპეზოს კედელი შეიცავს ლეონარდო და ვინჩის შედევრს — საიდუმლო სერობას. 1980 წლიდან ეკლესია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

დომინიკლეთა ორდენისთვის მონასტრისა და ეკლესიის აშენება მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო I ფორცამ ბრძანა, იმ ადგილას, სადაც სანტა-მარია-დელე-გრაციეს პატარა კაპელა მდებარეობდა.

მონასტრის მშენებლობა 1469 წელს დასრულდა, მაგრამ ეკლესიის მშენებლობას კიდევ დიდი დრო დასჭირდა. მილანის ახალმა ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ გადაწყვიტა, რომ კომპლექსი სფორცების ოჯახის აკლდამად ექცია და 1490 წელს, მშენებლობების დასრულების შიემდეგ, მისი გადაკეთება დაიწყო. 1497 წელს, ეკლესიაში მისი ცოლი ბეატრისი დაკრძალეს.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1943 წლის 15 აგვისტოს, ეკლესია და მონასტერი ბრიტანული და ამერიკული ავიაციის მიერ დაიბომბა. დაინგრა კომპლექსის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ზოგიერთ გადარჩენილ კედელს შორის ის კედელიც იყო, რომელზეც და ვინჩის საიდუმლო სერობაა გამოსახული. ფრესკის გადარჩენის მიზნით, კედელი დაბომბვამდე ქვიშის ტომარებით დაეფარათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]