რუსეთ-ირანის ომი (1804-1813)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ირანის ომი.
ცოცხალი ხიდი, ფრანც რუბო

რუსეთ-ირანის ომი 1804-18131804 წლის მაისში ირანმა ულტიმატუმით მოსთხოვა რუსეთს კავკასიიდან თავისი ჯარები გაეყვანა, ხოლო ივნისში დაიწყო სამხედრო მოქმედება ერევნისა და განჯის მიმართულებით. 1806 წელს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს აზერბაიჯანის დიდი ნაწილი და ქალაქი ბაქო, რუსეთის სამხედრო მოქმედებები გართულებული იყო ერთდროულად წარმოებული ომებით ოსმალეთთან (1806-1812), შვედეთისა (1808-1809) და საფრანგეთთან (1812 წლის სამამულო ომი) . 1812 წლის ოქტომბერში ასლანდუზთან რუსეთმა გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა ირანის ჯარების მთავარ ძალებს, ხოლო 1813 წლის 1 იანვარს დაიკავეს ლენქორანი. ირანი იძულებული იყო ოქტომბერში ხელი მოეწერა გულისტანის საზავო ხელშეკრულებისათვის (1813), რომლის თანახმადაც ცნო დაღესტნისა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ნაწილის შეერთება რუსეთთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]