მურად III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურად III
Sultan Murad III.jpeg
ოსმალეთის მე-12 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1574
მმართ. დასასრული: 1595
წინამორბედი: სელიმ II
მემკვიდრე: მეჰმედ III
დაბ. თარიღი: 4 ივლისი, 1546
დაბ. ადგილი: მანისა
გარდ. თარიღი: 15 იანვარი, 1595
გარდ. ადგილი: სტამბოლი
მეუღლე: საფიე სულთანი
შვილები: მეჰმედ III, შეჰზადე მაჰმუდი, აიშე, ფატმა, მიჰრიმაჰი, ამრიე
დინასტია: ოსმანები
მამა: სელიმ II
დედა: ნურბანუ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Murad III.JPG

მურად III (ოსმ. مراد ثالث‎ — Murâd-ı sâlis, თურქ. Üçüncü Murat; დ. 4 ივლისი, 1546 — გ. 15 იანვარი, 1595) — ოსმალეთის იმპერიის მეთორმეტე სულთანი. სელიმ II-სა და ნურბანუ სულთნის შვილი. ქვეყანას მართავდა 1574-1595 წლებში.

სელიმ II მეფობის დროს, მანისის მმართველი იყო. სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას ჰარემში გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანმა და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა.

ჰყავდა 25 შვილი (21 შეჰზადე და 4 გოგო). გარდაიცვალა 1574 წელს თოფქაფის სასახლის ჰარემში. ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი მეჰმედ III.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]