საფიე სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფიე სულთანი
მშობლიური სახელი Safiye Valide Sultan Aliyyetü'ş-şân Hazretleri
დაბადების სახელი სოფია ბაფო
დაბადების თარიღი დაახლ. 1550
ვენეცია
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1621
ედირნე, ოსმალეთის იმპერია
დაკრძალულია აია-სოფია
ეროვნება ალბანელი ან ვენეციელი
რელიგია ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) მურად III
შვილ(ებ)ი მეჰმედ III, ჰიუმაშაჰ სულთანი, მიჰრიმაჰ სულთანი, აიშე სულთანი, ფატმა სულთანი, შეჰზადე ისქენდარი(?)

საფიე სულთანიოსმალეთის იმპერიის სულთნის მურად III-ის მეუღლე და სულთან მეჰმედ III-ის დედა, მთავარი ჰასეკი სულთანი(1574-1595) და ოსმალეთის იმპერიის მმართველი ვალიდე-სულთანი(1595-1604), იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა. იგი მოესწრო ოსმალეთის იმპერიის 7 სულთნის ზეობას. საფიე სულთანი მურად III-ის მმართველობიდან აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში, მეჰმედ III-ის მმართველობისას იგი სულთნის რეგენტად ითვლებოდა. მეჰმედი დედასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საფიე სულთანს ასევე დროებით გავლენა ჰქონდა მის შვილიშვილზე აჰმედ I-ზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარწმუნო მონაცემები საფიე სულთნის შესახებ არ არსებობს. წყაროები მიუთითებენ მის ვენეციურ ან ალბანურ წარმომავლობაზე. ვენეციური წარმომავლობის ვერსიის მიხედვით მამამისი იყო კუნძულ კორფუს გუბერნატორი, ხოლო სულთნის ნამდვილი სახელია სოფია ბაფო. ამ ვერსიის მიხედვით დასაშვებია საფიე ყოფილიყო მურად III-ის დედის, ნურბანუ სულთნის ნათესავი. მეორე ვერსიის თანახმად იგი ალბანური წარმომავლობისაა სოფელ რეზიდან და მისი სახელია მელექე.

1560-იან წლებში გოგონა ტყვედ ჩავარდა და გაყიდეს ჰარემში, სადაც მიიღო სახელწოდება საფიე - „სუფთა“. ჰარემში იგი უფლისწულ მურადის რჩეული გახდა, თუმცა მურადს ოფიციალურ მეუღლედ არ უღიარებია საფიე, მამისა და პაპისაგან განსხვავებით. საფიეს გავლენა გაიზარდა ნურბანუ სულთნის გარდაცვალების შემდეგ. ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში და გავლენა ჰქონდა მეუღლეზე.

საფიეს შვილების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. მურად III-ის ტახტზე ასვლის პერიოდში მას ჰყავდა ორი გოგონა (აიშე და ფატმა) და ორი ბიჭი (მეჰმედი და მაჰმუდი). 1581 წელს დაიღუპა მაჰმუდი.

1595 წელს მურად III გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა საფიეს შვილმა მეჰმედ III-მ. საფიეს როგორც ვალიდე სულთანს გააჩნდა უდიდესი ძალაუფლება. მისი რჩეული ჰასეკი იყო ჰანდან სულთანი, შვილის სულთან მეჰმედ lll-ს მეუღლე და ოსმალეთის იმპერიის მომავალი ვალიდე სულთანი. სასახლის ინტრიგებს მისი დავალებით კურირებდა ებრაული წარმოშობის მსახური ესპერანეტა მალაჰი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საფიეზე და მოქმედებდა მისი სახელით[1]. თავდაპირველად, როდესაც ტახტზე ავიდა საფიე სულთნის შვილიშვილი აჰმედ l, საფიეს შვილიშვილზე გავლენა ჰქონდა და ფაქტობრივად მის ნაცვლად მართავდა ქვეყანას, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა მალევე იგი გააძევეს ძველ სასახლეში, რის შემდეგაც საფიე სულთანი მომხრეებთან ერთად თავს დაესხა სასახლეს და დროებით დაიკავა იგი. მიუხედავად იმისა, რომ საფიე სულთანი სიცოცხლის ბოლომდე ძველ სასახლეში ცხოვრობდა, იგი მაინც ახერხებდა პოლიტიკაში ჩარევას და იბრძოდა მმართველობის დასაბრუნებლად. იყო ოსმალეთის იმპერიის ჯერ ჰასეკი სულთანი, შემდეგ კი ვალიდე სულთანი, ორჯერ გახდა დიდი ვალიდე სულთანი მისი შვილიშვილების აჰმედ I-ისა და მუსტაფა I-ის მმართველობისას. საფიე სულთანი ასევე მოესწრო მისი შვილისშვილის აჰმედ I-ის შვილის ოსმან II-ის მმართველობის ხანას. საფიე სულთანი ქალთა სულთანატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელივანი წარმომადგენელია, მის დროს ქალთა სულთანატი კიდევ უფრო გაძლიერდა, ითვლება ოსმალეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ვალიდე სულთნად. საფიე სულთანი ოსმალეთის იმპერიას მართავდა 1583-1604 წლებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lamdan, Ruth (2007). „Jewish Women as Providers in the Generations Following the Expulsion from Spain“. Nashim: A Journal of Jewish Women's Studies & Gender Issues (ინგლისური) (13): 58. doi:10.1353/nsh.2007.0010. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)