ვალიდ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალიდ I (არაბ. الوليد بن عبد الملك‎‎) (668—715) — ომაიანთა დინასტიის ხალიფა 705-715 წლებში, რომლის ზეობაშიც დაიწყო არაბთა დამპყრობლური ომების მეორე ეტაპი. არაბებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი ნაწილი - მაღრიბი და 709 წელს ატლანტის ოკეანეს მიაღწიეს. 711 წელს ბერბერებთან ერთად გადავიდნენ პირენეს ნახევარკუნძულზე და მის დაპყრობას შეუდგნენ. 706 წელს დაიპყრეს შუა აზია და ჩინეთის საზღვარს მიუახლოვდნენ. ირანის აღმოსავლეთი ნაწილისა და ავღანეთის ნაწილის დაპყრობის შემდეგ 709 წელს შევიდნენ სინდში (მდინარე ინდის ქვემოთში), რომელიც სახალიფოს შეუერთეს. ვალიდ I-ის დროს დამასკში ააშენეს ომაიანთა საკათედრო მეჩეთი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყველაზე ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლად რჩებოდა მუსლიმურ სამყაროში. მაჰმადის საფლავზე მედინაში აკლდამის ნაცვლად მეჩეთი ააგეს და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვალიდ_I&oldid=2410836“-დან