უმარ იბნ ალ-ხატაბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ომარის მეჩეთი ბეთლემში.

ომარ იბნ ალ-ხატაბი (არაბ. عمر ابن الخطاب‎‎ — `Umar ibn al-Khattāb) (დ. 581, მექა - გ. 3 ნოემბერი, 644) — მეორე მართლმორწმუნე ხალიფა (634-644 წწ.), მუჰამედის ერთგული თანამოძმე. მის დროს არაბთა ჯარებმა დაიპყრეს ვრცელი ტერიტორიები აზიასა და აფრიკაში. უმარმა საფუძველი ჩაუყარა არაბთა სახელმწიფო ორგანიზაციას დაპყრობილ ქვეყნებში. შეიქმნა დამორჩილებული ხალხების სახელმწიფო ექსპლუატაციისა და დამპყრობლებს შორის შემოსავლის განაწილების სისტემა, სამხედრო და სამოქალაქო ნაცვლების ინსტიტუტი, სასამართლო სისტემა, დაარსდა ქსელი სამხედრო ბანაკებისა (რომელთაგანაც წარმოიქმნენ ქალაქები: ქუფა, ბასრა, ფუსტატი). უმარმა შემოიღო მუსლიმანური წელთაღრიცხვა ჰიჯრის მიხედვით. მოკლა სპარსელმა მონამ.

ლიტერატურა[რედაქტირება]