სულეიმან II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულეიმან II

სულეიმან II (თურქ. Süleyman II; დ. 15 აპრილი, 1642, სტამბოლი — გ. 23 ივნისი, 1691, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1687-1691 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იბრაჰიმ I-ის შვილი. სულთან მეჰმედ IV-ის უმცროსი ძმა. სულთნის ტახტზე ავიდა იანიჩრების აჯანყების შედეგად, რომლებმაც დაამხეს მეჰმედ IV. მანამდე, 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში და გამოკეტილი იყო თოფქაფის სასახლეში.

სულეიმანი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და დროსი უმეტესობას ლოცვაში ატარებდა, ხოლო სახელმწიფო საქმეებს განაგებდნენ მისი ვეზირები, რომელტა შორისაც ყველაზე ცნობილია ფაზილ მუსტაფა კოპრიულიუ (1689-1691 წწ.). გარდაიცვალა 1691 წელს გულის წყალმანკით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ali Kemal Meram, Padişah Anaları: Resimli Belgesel Tarih Romanı, Öz Yayınları, 1977