აბდულჰამიდ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდულჰამიდ I
ოსმალეთის 27-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 21 იანვარი, 1774
მმართ. დასასრული: 7 აპრილი, 1789
წინამორბედი: მუსტაფა III
მემკვიდრე: სელიმ III
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 მარტი, 1725
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 7 აპრილი, 1789
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: აიშე, ნაქშიდილი
შვილები: ბიჭები: მუსტაფა IV,
მაჰმუდ II, მურადი,
ნუსრეთი, მეჰმედი,
აჰმედი, სულეიმანი
გოგონები: ესმა, ემინე, რაბია, სალიჰა, ალიმშაჰი, დურუშევარი, ფატმა, მელიქშაჰი, ჰიბეთულა, ზეკიე
დინასტია: ოსმანები
მამა: აჰმედ III
დედა: რაბია შერმი სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

აბდულჰამიდ I (ოსმ. عبد الحميد اول [Abd ül-Hamîd-i evvel], თურქ. Birinci Abdülhamit; დ. 20 მარტი, 1725, სტამბოლი — გ. 7 აპრილი, 1789, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის 27-ე სულთანი. სულთან აჰმედ III-ისა და მისი ცოლის რაბია შერმის შვილი. 1774 წლის 21 იანვარს ტახტზე შეცვალა თავისი ძმა მუსტაფა III.

მისი სულთნობის პერიოდში დასრულდა 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი. 1774 წლის 20 ივნისს კოზლუჯის ბრძოლაში დამარცხებიდან ზუსტად ერთ თვეში რუსეთთან დადო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება, რამაც ხელი შეუწყო შავ ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.

სერიოზულმა მარცხმა აიძულა სულთანი წასულიყო ადმინისტრაციულ და სამხედრო რეფორმებზე.

სირიაში და მორეაში მცირე წარმატებებმა ვერ მოახდინა იმის კომპესირება, რაც ყირიმის დაკარგვამ გამოიწვია. 1783 წელს რუსეთმა ყირიმი დაიპყრო. ოსმალეთის იმპერია ახალი ომისათვის სამზადისს შეუდგა. ახალი ომი 1787 წელს დაიწყო, რომელშიც ავსტრიაც ჩაერთო რუსეთის მხარეს. 1788 წელს რუსებმა ოჩაკოვი აიღეს.

აბდულჰამიდ I გარდაიცვალა ოჩაკოვის ალყიდან ოთხ თვეში, 1789 წლის 7 აპრილს ინსულტის შედეგად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sakaoğlu, Necdet (1999). Bu Mülkün Sultanları. İstanbul: Oğlak Yayınları. ISBN 875-329-299-6. say.374-384
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı (2003). Osmanlı Tarihi III. Cilt 1. Kısım: II. Selim'in Tahta Çıkışından 1699 Karlofça Andlaşmasına Kadar. Ankara: Türk Tarih Kurumu Yayınları. ISBN 975-16-0013-8.
  • Finkel, Caroline (2007). Rüyadan İmparatorluğa Osmanlı. İstanbul: Timaş Yayınları. ISBN 978-975-263-510-4.
  • Lamartine, Alphonse De (2007). Sona Doğru. İstanbul: Bilgi Sanat Yapım Yayınları. ISBN 975-6316-53-5.