მუსტაფა II

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსტაფა II

მუსტაფა II (ოსმ. مصطفى ثانى‎ — Mustafâ-i sânî , თურქ. İkinci Mustafa; დ. 6 თებერვალი, 1664 — გ. 29 დეკემბერი, 1703) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი (1695-1703), სულთან მეჰმედ IV-ის ვაჟი.

მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით გამეფებამდე ედირნეს სასახლეში ცხოვრობდა და შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდა. მუსტაფა II 1703 წელს ტახტიდან მისმა ძმამ აჰმედ III-მ ჩამოაგდო. გარდაიცვალა თოფქაფის სასახლეში, სტამბოლში.

მისი მმართველობის პერიოდის ყველაზე ტრავმატული მოვლენა უნგრეთის დაკარგვა იყო 1699 წელს კარლოვიცის ზავით. ამ მოვლენით დაიწყო ისმალეთის იმპერიის ხანგრძლივი დაკნინების პერიოდი.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე