არ-რადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ-რადი
الراضي‎‎‎‎
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 934
მმართ. დასასრული: 940
წინამორბედი: ალ-კაჰირი
მემკვიდრე: ალ-მუთაქი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 907
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 940
დინასტია: აბასიანები
რელიგია: ისლამი

არ-რადი (არაბ. الراضي; დ. 907 — გ. 23 დეკემბერი, 940) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 934–940 წლებში. ხალიფა ალ-მუკთადირის ვაჟი.

არ-რადი, არსებითად, უფრო სიმბოლური ფიგურა იყო, ვიდრე რეალური ძალაუფლების მატარებელი მმართველი. ის, თავისი შვიდწლიანი მმართველობის განმავლობაში, ფაქტობრივად, მთავარი ვეზირის მარიონეტს წარმოადგენდა, მისი რეალური სამფლობელო კი ბაღდადის საზღვრებს ძლივს სცილდებოდა. ერთ-ერთი ვეზირის მისი მტრების მიერ დაპატიმრების, ხოლო მეორის განდგომის შემდეგ, არ-რადიმ მმართველობის ყველანაირი რესურსი დაკარგა და მთელი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდა ეფექტურ, მაგრამ სასტიკ ვეზირს იბნ რაიკს. არ-რადიმ, სპეციალურად მისთვის, „ამირათა ამირას” პოსტი შექმნა. იბნ რაიკის ძალაუფლება იმდენად დიდი იყო, რომ მის სახელს სახალხო ლოცვის დროს ხალიფას სახელთან ერთად მოიხსენიებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
წინამორბედი:
ალ-კაჰირი
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
934-940
შემდეგი:
ალ-მუთაქი