აბდულმეჯიდ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდულმეჯიდ I
Sultan Abdülmecid - Google Art Project.jpg
ოსმალეთის 31-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 2 ივლისი, 1839
მმართ. დასასრული: 25 ივნისი, 1861
წინამორბედი: მაჰმუდ II
მემკვიდრე: აბდულაზიზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 აპრილი 1823
დაბ. ადგილი: სტამბოლი ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 25 ივნისი 1861
გარდ. ადგილი: სტამბოლი ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: შევქეფზა სულთანი
გიულჯემალ კადინ ეფენდი
დინასტია: ოსმანების დინასტია
მამა: მაჰმუდ II
დედა: ბეზმიალემ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Abdülmecid I.JPG

აბდულმეჯიდ I (ოსმ. عبد المجيد اول, თურქ. Birinci Abdülmecit; დ. 23 აპრილი 1823 — გ. 25 ივნისი 1861) — ოსმალეთის იმპერიის 31-ე სულთანი, ქვეყანას მართავდა 1839-1861 წლებში. მაჰმუდ II-ის უფროსი შვილი.

ევროპული სახელმწიფოების დახმარებით დაიმორჩილა ეგვიპტის ხედივი მუჰამედ ალი ფაშა. ქვეყანაში გზა გაუხსნა დასავლურ კულტურას, გააგრძელა მამამისის წამოწყებული რეფორმები (ტანზიმატი). მის დროს არამუსულმანებს მიეცათ ჯარში მსახურობის ნებართვა, შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის დროშა და ჰიმნი, კანონმდებლობა დაარეგულირეს ფრანგული ნაპოლეონის კოდექსის მიხედვით, მოხდა ტექნოლოგიების გაუმჯობესება (შეიქმნა რკინიგზა და ფოსტა).

რეშიდ მეჰმედ-ფაშას რჩევით მან გამოსცა ცნობილი ჰატ-ი-შერიფი, რომლის მიხედვითაც თანაბრად დაიცვა ოსმალეთში მცხოვრები უმცირესობების უფლებები, ხელუხლებელი იყო მათი სიცოცხლე და ქონება.

1840-იან წლებში სულთანი პურით და ფულით დაეხმარა ირლანდიელებს დიდი შიმშილობის დროს.

სულტანი აბდულმეჯიდი გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1861 წლის 25 ივლისს. დარჩა 8 გოგო და 6 ბიჭი, ტახტზე ავიდა მისი ძმა აბდულაზიზი, მისი მომდევნო ოთხი სულთანი მურად V, აბდულჰამიდ II, მეჰმედ V და მეჰმედ VI იყვნენ აბდულმეჯიდის შვილები სხვადასხვა ცოლისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Sakaoğlu, Necdet (1999). Bu Mülkün Sultanları. İstanbul: Oğlak Yayınları. ISBN 875-329-299-6. say.436-453
  • Kinross, Lord (1977). The Ottoman Centuries. İstanbul: Sander Kitabevi. ISBN 0-224-01379-8.