აბდულაზიზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდულაზიზი
عبد العزيز
Sultan Abdulaziz of the Ottoman Empire.jpg
ოსმალეთის 32-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 15 ივნისი 1861
მმართ. დასასრული: 4 ივნისი 1876
წინამორბედი: აბდულმეჯიდ I
მემკვიდრე: მურად V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 თებერვალი 1830
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 4 ივნისი 1876
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: დიურინევი
ედადილი
გევჰერი
ჰაირანიდილი
ნეშერექი
შვილები: აბდულმეჯიდ II
დინასტია: ოსმანები
მამა: მაჰმუდ II
დედა: ფერთევნიალ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Abdülaziz.JPG

აბდულაზაზი (ოსმ. عبد العزيز, თურქ. Abdülaziz, დ. 9 თებერვალი 1830 — გ. 4 ივნისი 1876) — ოსმალეთის იმპერიის 32-ე სულთანი 1861—1876 წლებში. მაჰმუდ II-ის მეორე შვილი. ტახტზე ავიდა მისი ძმის, აბდულმეჯიდ I-ის გარდაცვალების შემდეგ.

აბდულაზიზს სურდა რეფორმების გატარება, შემოიკრიბა ლიბერალები, მოიპოვა პოპულარობა, ხალხს ჰპირდებოდა სახელმწიფოსა და სასახლის ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ არ იყო საკმაოდ მტკიცე, რომ შეესრულებინა თავისი დაპირებები. 1862 წლიდან მას საქმიანობაში ხელს უშლიდა ცალკეული ნერვული აშლილობები, რის გამოც 1571 წლიდან იმპერია მართავდა დიდი ვეზირი, რომელიც მისმა წინამორბედმა დანიშნა.

აბდულაზიზის მმართველობის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია: 1866 წლის კრეტას აჯანყება, 1867 წლის ბელგრადის დაცემა სერბეთში, 1868 წლის დიპლომატიური გამარჯვება საბერძნეთზე, აჯანყების წაქეზება კრეტაზე, ეგვიპტელი ფაშას დამორჩილება, რომელმაც აბდულაზიზისგან მიიღო ხედივის ტიტული — ამაზე ზრუნავდნენ სულთანზე გაცილებით უფრო ცნობილი, სახელმწიფო მოხელეები ფუადა-ფაშა და ალი-ფაშა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ацам «L’avénement d’A.» (Париж, 1861.)
  • Миллинген (Осман-Сейфи-Бей), «La Turquie sous le règne d’A.» (Брюссель, 1868 г.)
  • Миллинген (Осман-Сейфи-Бей), «Sultan A.» (в «Unsere Zeit», Лейпц., 1877, I).