ალ-მამუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ-მამუნი (დ. სექტემბერი, 786 — გ. აგვისტო, 833) — აბასიანთა დინასტიის ხალიფა 813-833 წლებში. ჰარუნ არ-რაშიდის ძე. 809-813 წლებში იყო ხორასნის გამგებელი. ეყრდნობოდა ირანის ფეოდალებს. აწარმოებდა ომებს ბიზანტიის წინააღმდეგ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეცნიერების განვითარებასა და მთარგმნელობით მუშაობას. ამ საქმიანობის ცენტრი იყო ბაღდადში მის მიერ დაარსებული „სიბრძნის სახლი.“ მის დროს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მუთაზილობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]