მონტენეგრო-ნატოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

მონტენეგრო "ნატოში" გაწევრიანდა 2017 წელს.

მონტენეგროს გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ანუ ნატოში, მოხდა 2017 წლის 5 ივნისს.[1] 2009 წლის დეკემბერში, მონტენეგროს მიენიჭა "წევრობის სამოქმედო გეგმა", რაც წარმოადგენს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადის ფინალურ საფეხურს.[2] მონტენეგრომ ფორმალური მიწვევა ალიანსისგან მიიღო 2015 წლის 2 დეკემბერს,[3] ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებები დასრულდა 2016 წლის 19 მაისს, გაწევრიანების პროტოკოლის საგარეო მინისტრების ხელმოწერით.[4] მონტენეგრო "ნატოს" ოფიციალურად შეუერთდა 2017 წლის 5 ივნისს.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბეთისა და მონტენეგროს სახელმწიფო კავშირი გახდა "ნატოს" პროგრამის პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP) წევრი 2003 წლის ივნისში.[5] [6] მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2006 წლის 3 ივნისს და მალევე გახსნა "ნატოს" მუდმივი მისია ბრიუსელში.[7] ახლადშექმნილი ქვეყანა შემდგომში შეუერთდა PfP-ს 2006 წლის რიგის სამიტზე. 2007 წლის ნოემბერში მონტენეგრომ ხელი მოაწერა ტრანზიტულ შეთანხმებას "ნატოსთან" და ალიანსის ჯარისკაცებს მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გადაყვანის უფლება.[8] შემდეგ, მონტენეგრომ ხელი მოაწერა აშშ-სთან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ის გაანადგურებდა თავის ვადაგასულ შეიარაღებას, როგორც "ნატოს" წევრობის წინაპირობას.[9] 2007 წლის მიწურულს, მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა ბორო ვუჩინიჩმა თქვა, რომ მონტენეგრო გაახშირებდა ალიანსში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ.[10] მონტენეგრო შევიდა ინტენსიურ დიალოგში "ნატოსთან" 2008 წლის აპრილში და მიიღო "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა" 2008 წლის ივნისში.[11] ის მიიწვიეს "ნატოს" ასპირანტების "ადრიატიკის ქარტიაში" გასაწევრიანებლად 2008 წლის 25 სექტემბერს.[12] [13] შემდეგ, ქვეყანამ განაცხადი შეიტანა "წევრობის სამოქმედო გეგმაზე" პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის მხარდაჭერით 2008 წლის 5 ნოემბერს,[14] რაც მიენიჭა 2009 წლის დეკემბერში.[15] ასევე, მონტენეგრო 2009 წლის მაისიდან "ნატოს" ასპირანტების "ადრიატიკის ქარტიის" სრული წევრია.[16] [17]

მონტენეგრომ დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალებით წვლილის შეტანა "ნატოს" საგარეო სამხედრო ოპერაციებში.[18] ქვეყანამ განათავსა 40 ჯარისკაცი, 3 წევრიანი სამხედრო სამედიცინო გუნდი და 2 ოფიცერი 2010 წელს ავღანეთში გერმანელთა მმართველობის ქვეშ. ასევე, მონტენეგროელი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ ლიბერიასა და სომალიში.[19]

მონტენეგრომ, ასევე მიიღო წევრობის შესახებ შეთავაზება "ნატოს" რამდენიმე წევრი ქვეყნისგან, რომელთა შორის იყვნენ რუმინეთი, თურქეთი, გერმანია და აშშ.[20] [21] [22] [23] [24]

2013 წლის დეკემბერში გაზეთმა Dnevne Novine დაწერა, რომ "ნატომ" გადაწყვიტა თავის რიგებში მონტენეგროსთან ერთად მიეღო მაკედონია, რასაც ბლოკავდა საბერძნეთი მაკედონიის სახელწოდების თაობაზე უთანხმოების დროს და ამან ნაკლებად სავარაუდო გახადა მაკედონიის გაწევრიანება 2014 წელს.[25]

2014 წლის მარტში მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩმა გამოხატა სურვილი "ნატოში" გაწევრიანების შესახებ[26] და 2014 წლის მაისში გამოთქვა იმედი, რომ ამავე წლის სექტემბერში გასამართ "ნატოს" სამიტზე ხელს შეუწყობდნენ მონტენეგროსთვის მოწვევის გაგზავნას. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, ნაციონალისტმა მიხაილ დეგტიარეევმა მონტენეგროს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ "ნატოს" წევრობა მას "რუსული რაკეტების ლეგიტიმურ სამიზნედ" აქცევდა.[27]

2014 წლის 29 მაისს, სლოვენიელმა (კარელ ერჯავეჩი და რომან იაკიჩი) და ხორვატმა (ვესნა პუსიჩი და ანტე კოტრომანოვიჩი) საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა "ნატოს" გენერალურ მდივანს გაუგზავნეს წერილი, სადაც ხაზი გაუსვეს ალიანსში მონტენეგროს მიწვევის მნიშვნელობას. სლოვენიელმა თავდაცვის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ იგი მონტენეგროსთვის მოწვევის მიღებას მოელოდა უელსში გასამართ "ნატოს" 2014 წლის სამიტზე.[28] თუმცა, მოგვიანებით, "ნატომ" გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს ის არ შესთავაზებდა წევრობას არცერთ ახალ ქვეყანას. ანალიტიკოსებმა დაადასტურეს ეს, როგორც ნიშანი იმისა, რომ "ნატოს" წევრები აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოების მიმართ სკეპტიკურები გახდნენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ. კერძოდ, ისინი ღელავდნენ, რომ რუსეთი უსაფრთხოების ახალ გარანტიებთან დაკავშირებით ვაჭრობას დაიწყებდა მის ახლო მეზობლებთან.[29]

2014 წლის ივნისში, "ნატოს" მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ალიანსი გახსნიდა "ინტენსიურ საუბრებს" მონტენეგროს გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2015 წლის ბოლომდე,[30] მაგრამ მონტენეგრო ვერ მიიღებდა მოწვევას სექტემბრის სამიტზე. მონტენეგროს პროგრესის შემდგომი შეფასება მოსალოდნელი იყო, რომ მოხდებოდა 2015 წლის მიწურულისთვის.[31]

Two women in western attire walk outdoors on a red carpet along a line of soldiers in formal uniforms with rifles.
თავდაცვის მინისტრი მილიცა პეიანოვიჩ-ჯურიშიჩი 2015 წლის დეკემბერში ეწვია სლოვენიას, რათა განეხილა მონტენეგროს მიწვევა ნატოში გაწევრიანების შესახებ.[32]

ალიანსმა ფორმალური მოწვევა გააკეთა 2015 წლის 2 დეკემბერს.[33] [3] გაწევრიანების ფინალური მოლაპარაკებები დაიწყო 2016 წლის თებერვალში[34] და დასრულდა მაისში, რამაც საშუალება მისცა მონტენეგროს მიეღო "დამკვირვებლის" სტატუსი, სხვა წევრების, ისევე, როგორც პარლამენტის მხრიდან რატიფიკაციის მოლოდინში.[35]

პრორუსული ოპოზიციური პარტიები ამტკიცებდნენ, რომ "ნატოს' წევრობაზე რეფერენდუმი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მთავრობა ამბობდა, რომ არჩევნები ამ საკითხის შესახებ იყო დე-ფაქტო პლებისციტი.[36] "ნატოს" მხარდამჭერი პარტიები დაწინაურდნენ არჩევნების შედეგებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა კენჭი უყარა რატიფიკაციის რეზოლუციას ("რატიფიკაციისთვის რჩევისა და თანხმობის რეზოლუცია" - ხელშეკრულების დოკ. 114-12) 2017 წლის 28 მარტს.[37] პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს 2017 წლის 11 აპრილს.[38] თითოეული წევრი სახელმწიფოს მხრიდან რატიფიკაცია დასრულდა ესპანეთის რატიფიკაციით 10 მაისს. 2017 წლის 28 აპრილს მონტენეგროს პარლამენტმა განახორციელა გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიკაცია.[39] მონტენეგრო ოფიციალურად შეუერთდა "ნატოს", როგორც წევრი სახელმწიფო, 2017 წლის 5 ივნისს.[1]

"ნატოში" მონტენეგროს გაწევრიანებაზე რუსეთის მთავრობის რეაქცია იყო ძალიან მტრული,[40] რამაც კულმინაციას მიაღწია 2016 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირებით. ამ დღეს იყო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მონტენეგროელი თანამდებობის პირების განცხადებით, თითქოსდა მოიცავდა პრემიერ-მინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას.[41] [42] გადატრიალებაში მონაწილეობდნენ რუსი ეროვნებები, მათ შორის, პოლონეთიდან ადრე გაძევებული რუსი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი.[43] [44] [45] ამის შემდეგ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გაგრძელდა.[46]

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი კომპანია/წყარო "ნატოს" წევრობისთვის "ნატოს" წევრობის წინააღმდეგ დაწინაურდა
6–12 ოქტომბერი, 2017 CISR/IRI 43 51 8.0
ივნისი 2017 CEDEM[მკვდარი ბმული] 54.2 45.8 10.0
დეკემბერი 2016 CEDEM დაარქივებული 2022-01-29 საიტზე Wayback Machine. 49.88 50.12 0.2
26 ივნისი, 2016 DAMAR 54.2 45.8 8.4
24 ივნისი, 2016 CEDEM 50.5 49.5 1
28 მაისი-5 ივნისი, 2016 NSPM დაარქივებული 2016-06-26 საიტზე Wayback Machine. 39.9 60.1 20.2
16–20 მაისი, 2016 DAMAR 54.6 45.4 9.2
22 თებერვალი, 2016 DAMAR 55.6 44.4 11
თებერვალი 2016 Ipsos 50.5 49.5 1
ნოემბერი 2015 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 49.8 50.2 0.4
8–16 ოქტომბერი, 2015 Ipsos 56 44 10
11–18 სექტემბერი, 2015 Ipsos 52 48 4
28 ივლისი, 2015 CEDEM 49.5 50.5 1
8–14 ივნისი, 2015 DAMAR დაარქივებული 2017-05-17 საიტზე Wayback Machine. 51.2 48.8 2.4
4–11 ივნისი, 2015 Ipsos დაარქივებული 2017-05-17 საიტზე Wayback Machine. 53.4 46.6 6.8
ოქტომბერი, 2014 CEDEM დაარქივებული 2021-08-05 საიტზე Wayback Machine. 43.75 56.25 12.5
მარტი 2014 Ipsos დაარქივებული 2021-08-05 საიტზე Wayback Machine. 52.2 47.8 4.4
11 აგვისტო, 2013 Ipsos დაარქივებული 2016-08-20 საიტზე Wayback Machine. 50.6 49.4 1.2
მარტი 2013 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 37.3 62.7 25.4
სექტემბერი 2012 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 49 51 2
ივლისი 2012 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 46.8 53.2 6.4
დეკემბერი 2011 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 51.5 48.5 3
სექტემბერი 2011 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 43.9 56.1 12.2
ოქტომბერი 2010 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 45.1 54.9 9.8
ოქტომბერი 2009 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 41.5 58.5 17
24 ივნისი, 2009 CEDEM 40.92 59.08 18.16
ნოემბერი 2008 CEDEM დაარქივებული 2016-08-06 საიტზე Wayback Machine. 36.45 63.55 27.1

2014 წლის მარტში, სამთავრობო გამოკითხვების ცნობით, მონტენეგროს მოსახლეობის 46% მხარს უჭერდა "ნატოს" წევრობას, ხოლო 42% - ეწინააღმდეგებოდა.[47] 2015 წლის ივლისში "დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ცენტრმა", რომელიც იღებს ფინანსურ დახმარებას "ნატოსგან", აღმოაჩინა, რომ 36,6% მხარს უჭერდა წევრობას, ხოლო 37,3% წინააღმდეგი იყო, რასაც თან ერთვოდა მკვეთრი განსხვავება ეთნიკურ ჯგუფებს შორის: მონტენეგროელი ალბანელების 71,2% და მონტენეგროელი ბოსნიელების 68% მხარს უჭერდა წევრობას, ხოლო მონტენეგროელი სერბების მხოლოდ 11,3% იყო თანახმა ალიანში გაწევრიანების.[48]

პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველი "მონტენეგროს სოციალისტების დემოკრატიული პარტია" და "მონტენეგროს სოციალ-დემოკრატიული პარტია" ინარჩუნებენ ძლიერ სურვილს "ნატოში" გაწევრიანების თაობაზე. 2009 წლის დასაწყისში, მათ წამოიწყეს 2 წლიანი კამპანია "ნატოში" გაწევრიანების მიზნით, რომელიც იმართებოდა "MAPA"-ის მედია სააგენტოს თეატრალური რეჟისორის რადმილა ვოევოდიჩის მიერ.[49] პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის მმართველი კოალიცია ამტკიცებს, რომ მონტენეგროს არ შეუძლია დარჩეს ნეიტრალური და "ნატოსა" და "ევროკავშირს" მიიჩნევს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საერთო პროცესად.[50] გამოკითხვის დემოგრაფიული სურათის მიხედვით, პროსერბული ან პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე მოქალაქეები, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანი კონსერვატორები, ქალები და განათლებამიუღებლები წარმოადგენენ იმ ჯგუფებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ "ნატოს" წევრობას. კამპანია გარკვეულწილად წარმატებული იყო, მაგრამ დაიმსახურა კრიტიკა "ნანსენის დიალოგის ცენტრის" მხრიდან იმის გამო, რომ გააკეთა მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია მიკერძოებულ და პროპანგანდისტულ კამპანიაში რეცესიის დროს.[51] ამის პირდაპირი პასუხი იყო, სერბული ნაციონალისტური ჯგუფის შექმნა, რომელმაც წამოიწყო "არა ნატოს" კამპანია, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით.

იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკაში "ნატოს" 1999 წლის კამპანია და მისი სამოქალაქო დანაკარგები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების მიმართ ოპოზიციის საქმეში.

წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, "მონტენეგროს სოციალისტური ხალხის პარტია" ჯერ არ ჩამოყალიბებულა "ნატოს" წევრობის შესახებ საკითხის თაობაზე. მიუხედავად ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერისა, ისინი რჩებიან აზრზე, რომ "ევროკავშირი" და "ნატო" სხვადასხვა გზაა და ემხრობიან რეფერენდუმის ჩატარებას. SNP CG, ზოგადად, თავს არიდებს პირდაპირ პასუხს, მაგრამ არაპირდაპირ ეწიააღმდეგება "ნატოს" წევრობას. "ახალი სერბული დემოკრატია" "ნატოს" წევრობის აშკარა მოწინააღმდეგეა და დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდება.[52] "მოძრაობა ცვლილებებისთვის" სრულიად ნეიტრალურია, მხარს უჭერს რეფერენდუმის ჩატარებას და აღიარებს მის შედეგებს.[53] "სტრატეგიული მარკეტინგის" გამოკითხვების თანახმად, კითხვაზე უნდა ჩატარებულიყო თუ არა რეფერენდუმი, რესპონდენტების 72%-მა დადებითი პასუხი გასცა. CATI-ის გამოკითხვებით 2009 წლის 11-15 დეკემბერს "ნატოს" წევრობაზე შემდეგი შედეგები დაფიქსირდა: 44% - წინააღმდეგი, 40% - მომხრე, ხოლო 8% - არ არის დარწმუნებული. 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, მონტენეგროს მოსახლეობის 31,2% ემხრობოდა "ნატოს" წევრობას, ხოლო 44% - ეწინააღმდეგებოდა.[54] 2014 წლის მარტში Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 46% - იყო თანახმა, ხოლო 42% - წინააღმდეგი.[55] 2015 წლის დეკემბრის გამოკითხვამ დაადგინა, რომ 47% მხარს უჭერდა ალიანსში გაწევრიანებას, 39% იყო წინააღმდეგი, ხოლო 14%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, "მონტენეგროს სოციალისტური ხალხის პარტია" ამტკიცებდა, რომ წევრობა უნდა გადაწყვეტილიყო ეროვნულ რეფერენდუმზე. მთავრობის მიერ "ნატოში" გაწევრიანების განზრახვის გამოცხადებას მოჰყვა ფართო საპროტესტო აქციები, რომელსაც მხარს უჭერდნენ პროსერბული პარტიები. აქციები გაიმართა ქალაქ პოდგორიცაში 2015 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში და კულმინაციას მიაღწია დედაქალაქში 24 ოქტომბერს. ჯუკანოვიჩმა სერბეთი და რუსეთი დაადანაშაულა ამ მოვლენების მხარდაჭერაში.[56]

მმართველ კოალიციაში განხეთქილება მოხდა 2016 წლის იანვარში.

"ნატოს" წევრობა იყო დებატების საგანი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს. "სოციალისტების დემოკრატიულმა პარტიამ", რომელიც მონტენეგროს მართავდა 1991 წლიდან და მხარს უჭერს წევრობას, მოსახლეობის 41%-იანი მხარდაჭერით მოიგო არჩევნები.

რატიფიკაციის განრიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღონისძიება თარიღი
პარტნიორობა მშვიდობისთვის 2006-12-14
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 2008-06-20
გაძლიერებული დიალოგი 2008-04-03
წევრობის სამოქმედო გეგმა 2009-12-04
მოწვევა შეერთებისთვის 2015-12-02
შეერთების პროტოკოლი 2016-05-19
შიდა რატიფიკაცია 2017-04-28
რატიფიცირება:[57]
ალბანეთის დროშა Albania 2016-09-06
ბელგიის დროშა Belgium 2017-01-18
ბულგარეთის დროშა Bulgaria 2016-08-18
კანადის დროშა Canada 2017-03-06
ხორვატიის დროშა Croatia 2017-02-13
ჩეხეთის დროშა Czech Republic 2017-01-27
დანიის დროშა Denmark 2017-01-17
ესტონეთის დროშა Estonia 2017-01-09
საფრანგეთის დროშა France 2017-04-18
გერმანიის დროშა Germany 2017-05-03
საბერძნეთის დროშა Greece 2017-03-22
უნგრეთის დროშა Hungary 2016-07-11
ისლანდიის დროშა Iceland 2016-06-23
იტალიის დროშა Italy 2017-02-01
ლატვიის დროშა Latvia 2016-11-01
ლიეტუვის დროშა Lithuania 2016-12-20
ლუქსემბურგის დროშა Luxembourg 2017-02-01
ნიდერლანდების დროშა Netherlands 2017-05-04
ნორვეგიის დროშა Norway 2017-02-09
პოლონეთის დროშა Poland 2016-11-28
პორტუგალიის დროშა Portugal 2017-03-27
რუმინეთის დროშა Romania 2017-03-24
სლოვაკეთის დროშა Slovakia 2016-07-06
სლოვენიის დროშა Slovenia 2016-07-08
ესპანეთის დროშა Spain 2017-05-18
თურქეთის დროშა Turkey 2016-09-27
გაერთიანებული სამეფოს დროშა United Kingdom 2016-11-15
აშშ-ის დროშა United States 2017-04-21
სრული წევრობა 2017-06-05

სრული წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო გახდა ნატოს რიგით 29-ე წევრი, როდესაც მან გაწევრიანების შესახებ დოკუმენტი შეიტანა "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ვაშინგტონში. 2017 წლის 7 ივნისს მონტენეგროს დროშა აფრიალდა "ნატოს" ოფისის თავზე, რა დროსაც გაიმართა გაწევრიანების აღმნიშვნელი სპეციალური ცერემონია. დროშის აღმართვის ცერემონიები, ასევე პარალელურად ჩატარდა მონსში, "მოკავშირეთა მეთაურობის ოპერაციების", ხოლო ნორფოლკში (ვირჯინია), "მოკავშირეთა მეთაურობის ტრანსფორმაციების" ფარგლებში.[58]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Montenegro to Formally Join NATO on June 5 – Independent.mk. ციტირების თარიღი: 6 June 2017
  2. PCNEN – Prve crnogorske elektronske novine. ციტირების თარიღი: 6 June 2017
  3. 3.0 3.1 Montenegro invited to join Nato, BBC, 2 December 2015, Retrieved 2 December 2015.
  4. Montenegro: Protokoll zu Nato-Beitritt wird im Mai unterzeichnet. ციტირების თარიღი: 2016-04-13
  5. Serry, Robert; Bennett, Christopher (Winter 2004). "Staying the course". NATO Review. NATO. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  6. Jelena Dzankic, Montenegrin NATO Membership Aspirations After the Referendum on Independence
  7. "Montenegro's Missions in the World". დაარქივებული. - 16 March, 2009, the Wayback Machine.
  8. Mu, Xuequan (27 November 2007). „Montenegro, NATO sign transit arrangement“. Xinhua. ChinaView. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-20.
  9. „U.S. Funds Montenegrin Arms Reduction“. Radio Free Europe/Radio Liberty. 5 December 2007. ციტირების თარიღი: 5 June 2015.
  10. „Montenegro moving towards NATO membership“. B92. 26 December 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-20.
  11. „NATO launches Intensified Dialogue with Montenegro“. NATO News. 24 June 2008. ციტირების თარიღი: 9 February 2015.
  12. NATO's relations with Montenegro. NATO (3 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-10. ციტირების თარიღი: 2008-09-20
  13. Avaz, Dnevni (26 September 2008). „BiH, Montenegro invited to join Adriatic Charter of NATO aspirants“. Southeast European Times. ციტირების თარიღი: 2008-10-07.
  14. „Montenegro Hands over Application for NATO's MAP“. Turkish Weekly. MIA. 6 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2015. ციტირების თარიღი: 9 February 2015.
  15. Montenegro Joins NATO Membership Action Plan (4 December 2009). ციტირების თარიღი: 4 December 2009
  16. Development of relations between Montenegro and NATO – key dates. Ministry of Foreign Affairs and European Integration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 5 June 2015
  17. NATO's relations with Montenegro (19 November 2014). ციტირების თარიღი: 9 February 2015
  18. Montenegro – Overview. United States European Command EUCOM. ციტირების თარიღი: 10 May 2014
  19. http://www.setimes.com/cocoon/setimes/xhtml/en_GB/features/features/setimes/features/2009/07/30/featue-02
  20. „Romanian president says his country wants Albania, Macedonia, and Croatia in NATO“. Kyiv Post. 14 January 2008. ციტირების თარიღი: 9 February 2015.
  21. „Romania wants Macedonia, Albania and Croatia to join NATO“. MakFax. 11 January 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 May 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-20.
  22. „Ankara lends support to Montenegro's bids for membership in NATO, EU“. Today's Zaman. 19 January 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 June 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-20.
  23. „Berlin: Germany supports Montenegro's further progress in EU and NATO integration“. Natomontenegro.me (source: Government of Montenegro). 3 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2014. ციტირების თარიღი: 2014-05-19.
  24. „US to support Montenegro's membership in NATO“. Neurope.eu. 13 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-19. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  25. Montenegro to enter NATO together with Macedonia: Vecer. ციტირების თარიღი: 2013-12-17[მკვდარი ბმული]
  26. Tigner, Brooks (25 March 2014). „Ukraine crisis won't halt NATO expansion“. Jane's Defence Weekly. ციტირების თარიღი: 28 March 2014.
  27. Rousek, Leos (16 May 2014). „Montenegro Seeks Security With NATO Membership“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 17 May 2014.
  28. Slovenia and Croatia Pushing for Montenegro's NATO Membership. The Slovenia Times (7 June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 June 2014
  29. NATO rules out admitting new members anytime soon. Fox news. ციტირების თარიღი: 7 July 2014
  30. Croft, Adrian (25 June 2014). „NATO will not offer Georgia membership step, avoiding Russia clash“. Reuters. ციტირების თარიღი: 25 June 2014.
  31. NATO Rejects Montenegro Membership in 2014. Balkan Insight (25 June 2014). ციტირების თარიღი: 25 June 2014
  32. „Slovenia to continue helping Montenegro in NATO accession“. Slovenska tiskovna agencija. 15 December 2015. ციტირების თარიღი: 16 December 2015.
  33. Emmott, Robin; Siebold, Sabine (2 December 2015). „NATO invites Montenegro to join alliance, defying Russia“. Reuters. ციტირების თარიღი: 2 December 2015.
  34. Delauney, Guy (15 February 2016). „Montenegro and Nato: Foes to friends?“. BBC News. ციტირების თარიღი: 15 February 2016.
  35. Dahlburg, John-Thor; Lee, Matthew (19 May 2016). „NATO formally invites Montenegro as 29th member“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 19 May 2016.
  36. Tomovic, Dusica (14 September 2016). „US Senators Set to Back Montenegro's NATO Bid“. Balkin Insight. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  37. „U.S. Senate Roll Call Votes 115th Congress – 1st Session“. United States Senate. Washington, D.C.: Federal government of the United States. Government Printing Office. 28 March 2017. ციტირების თარიღი: 13 April 2017.
  38. Office of the Press Secretary (11 April 2017). „Presidential Memorandum on a Letter from the President to the President of the Senate“. whitehouse.gov (ინგლისური). Washington, D.C.: White House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 April 2017. ციტირების თარიღი: 13 April 2017.
  39. „Montenegro ratifies Nato membership in historic shift to western alliance“. Associated Press in Cetinje. 28 April 2017. ციტირების თარიღი: 7 May 2017.
  40. Конец операции "Черногория" Radio Liberty, 29 May 2017.
  41. „Slučaj "državni udar" i Đukanovićev "stari recept".
  42. „Montenegrin prosecutor says Russian nationalists behind alleged coup plot“.
  43. Farmer, Ben (18 February 2017). „Reconstruction: The full incredible story behind Russia's deadly plot to stop Montenegro embracing the West“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 2 June 2017.
  44. „Kremlin rejects claims Russia had role in Montenegro coup plot“. The Guardian. 20 February 2017. ციტირების თარიღი: 21 February 2017.
  45. Q&A: Duško Marković, the Prime Minister Stuck Between Putin and Trump in the Balkans Time, 16 February 2017.
  46. „Montenegro protests after senior politician held while changing planes at a Moscow airport“. AP. 29 May 2017. ციტირების თარიღი: 2 June 2017.
  47. "Public opinion on NATO membership in Montenegro". NATO Membership Council's Communication Team in Montenegro. 2014-03-29. ციტირების თარიღი: 2014-05-10.
  48. "CEDEM poll: Montenegrins split over issue of NATO membership", დაარქივებული. Policy Association for an Open Society (2015-07-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-12-02
  49. Kampanjom Za Veću Podršku Učlanjenju U Nato – E-Novine. Naslovi.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-06. ციტირების თარიღი: 2016-05-19
  50. Volja građana i za NATO referendum :: Dnevni list Pobjeda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 17 June 2010
  51. Vijesti Crna Gora | Srbija | Srpska | Rusija | Hronika | Politika. In4s.net. ციტირების თარიღი: 2016-05-19
  52. Predrag Tomović (4 December 2009). „Crna Gora neće gubiti vrijeme“. Radio Slobodna Evropa. Slobodnaevropa.org. ციტირების თარიღი: 2016-05-19.
  53. "PZP traži da se izjasni narod - Pokret za Promjene". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2010-06-17
  54. "Political Public Opinion in Montenegro" (PDF). Foundation Open Society Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2010-05-22
  55. "NATO Membership Council's Communication Team: 46% of citizens support Montenegro's accession to NATO". Government of Montenegro. 2014-03-29. ციტირების თარიღი: 2014-04-04.
  56. Recknagel, Charles (28 November 2015). „Pro-Russian Parties Seek To Derail Montenegro's NATO Bid“. RadioFreeEurope/RadioLiberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  57. Protocol to the North Atlantic Treaty on the Accession of Montenegro. United States Department of State (1 June 2017). ციტირების თარიღი: 2017-06-06
  58. Flag-raising ceremony marks Montenegro's entry into NATO. NATO. ციტირების თარიღი: 15 June 2017