ანდერს ფოგ რასმუსენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ანდერს ფოგ რასმუსენი Anders Fogh Rasmussen |
||
| ნატოს მე-12 გენერალური მდივანი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 1 აგვისტო, 2009 | |
| წინამორბედი | იაპ დე ჰოოპ სხეფერი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 27 ნოემბერი, 2001 – 5 აპრილი, 2009 | ||
| წინამორბედი | პოულ ნიურუპ რასმუსენი | |
| მემკვიდრე | ლარს რასმუსენი | |
|
|
||
| დაბადებული | 26 იანვარი, 1953 გინერუპი დანია |
|
ანდერს ფოგ რასმუსენი (დან. Anders Fogh Rasmussen, დ. 26 იანვარი 1953) — დანიელი პოლიტიკოსი. დანიის პრემიერ-მინისტრი (2001-2009). „კარიკატურების სკანდალის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. დაიბადა ფერმერის ოჯახში, პოლიტიკური კარიერა დაიწყო 17 წლისამ, როდესაც დააარსა ქალაქ ვიბორგის ახალგაზრდა ლიბერალთა გაერთიანება და უკვე სამ წელიწადში შევიდა ლიბერალური პარტიის ცენტრალური საბჭოს შემადგენლობაში. ეკონომიკური განათლება მიიღო ორხუსის უნივერსიტეტში.
- 1984 წლიდან პარლამენტის ფრაქცია ლიბერალების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
- 1985 წლიდან ლიბერალური პარტიის ვიცე-თავჯდომარე.
- 1987-1992 დანიის გადასახადების მინისტრი.
- 1998-2009 დანიის ლიბერალური პარტიის ლიდერი.
- 2001-2009 წლიდან დანიის პრემიერ-მინისტრი.
2009 წლის 4 აპრილს წარადგინეს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. თანამდებობა დაიკავა 2009 წლის 1 აგვისტოს.