თავისუფალი ვაჭრობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურების დაუბრკოლებელ მიმოცვლას ნიშნავს და ეს ტერმინი გამოიყენება ეკონომიკურ პოლიტიკაში ამგვარი ვაჭრობის გაზრდის მომხრეთა მიერ.

თავისუფალი ვაჭრობა, როგორც კონცეფცია ეკონომიკასა და სახელმწიფო მმართველობაში მოიცავს:

  • საერთაშორისო ვაჭრობას საქონლით ტარიფების (იმპორტზე გადასახადები) ან სხვა ბარიერების (ქვოტები იმპორტზე) გარეშე;
  • საერთაშორისო ვაჭრობა სერვისზე (მომსახურებაზე) ტარიფებისა და სავაჭრო ბარიერების გარეშე;
  • მუშახელის თავისუფალი მოძრაობა ქვეყნებს შორის;
  • კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ქვეყნებს შორის;
  • არარსებობა ვაჭრობისთვის ხელისშემშლელი პოლიტიკისა (გადასახადები, სუბსიდიები, რეგულირება ან შემზღუდავი კანონები), რომელიც ადგილობრივ ფირმებსა ან წარმოებებს უცხოელ კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობას ანიჭებს.
  • მთავრობის მიერ საკუთრების უფლებათა დაცვა ზემოთხსენებული პირობების განსამტკიცებლად.

[რედაქტირება] თეორიული დასაბუთება

საგარეო სავაჭრო ურთიერთობების თეორიების უმეტესობა მიდის დასკვნამდე, რომ თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნის კეთილდღეობას ამაღლებს. მის დადებით ეფექტებად მოიხსენიება, მაგალითად: წარმოებისა და მოხმარების ზრდადი ეფექტურობა, საწარმოოს ოპტიმალური სიდიდის სწრაფი მიღწევა და ზრდადი კონკურენციით განპირობებული ინოვაციები. ამისგან განსხვავებით, მცირეა თავისუფალი ვაჭრობის დადებითი გავლენა განვითარებადი ქვეყნის კეთილდღეობაზე, რის გამოც ეკონომისტები (მაგ. ფრიდრიხ ლისტი) ქვეყნის განვითარების საწყის ფაზაში, ხშირად, პროტექციონისტული ინსტრუმენტების დაშვებას ცდილობენ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე