ვიგების პარტია (აშშ)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიგების პარტია (ინგლ. Whig Party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 1832-1856 წლებში არსებობდა. დაარსდა როგორც პრეზიდენტ ენდრუ ჯექსონის და დემოკრატიული პარტიის ოპოზიცია. კერძოდ, ვიგები მხარს უჭერდნენ კონგრესის უზენაესობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე მოდერნიზაციის და ეკონომიკური პროტექციონიზმის პროგრამას. პარტიას დიდი ხნის განმავლობაში ადგილი ეკავა აშშ-ის პოლიტიკის ორპარტიულ სისტემაში.

აშშ-ის პრეზიდენტები ვიგების პარტიიდან[რედაქტირება]

  1. უილიამ ჰენრი ჰარისონი (1841)
  2. ჯონ ტაილერი (1841–1845)[1]
  3. ზაქარი ტეილორი (1849–1850)
  4. მილარდ ფილმორი (1850–1853)

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. ტაილერი ვიგების პარტიიდან აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა მალე მისი პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოვიდა ვიგების პროგრამასთან, რის გამოც 1841 წელს იგი ოფიციალურად გარიცხეს პარტიიდან.