ჰენრი ფორდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი ფორდი

ჰენრი ფორდი (დ. 30 ივნისი, 1863 — გ. 7 აპრილი, 1947) — ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი. მუშაობა დაიწყო დეტროიტის საავტომობილო მაღაზიაში. 1893 წელს შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი. 1903 წელს დააფუძვნა "ფორდის ავტოკომპანია". 1909 წელს მისმა კომპანიამ იმდენად განავითარა საავტომობილო წარმოება, რომ დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ჰენრის იცნობს ყველა იმიტომ, რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას.

მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი ტომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.