ენდრიუ ჯექსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ენდრუ ჯექსონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდრუ ჯექსონი
Andrew Jackson
ენდრუ ჯექსონიAndrew Jackson
აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1829 – 4 მარტი, 1837
ვიცე-პრეზიდენტი   ჯონ კელჰუნი (1829-1832),
არავინ (1832-1833),
მარტინ ვან ბურენი (1833-1837)
წინამორბედი ჯონ კუინსი ადამსი
მემკვიდრე მარტინ ვან ბურენი

ფლორიდის პირველი გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1821 – 21 ნოემბერი, 1821
პრეზიდენტი ჯეიმზ მონრო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 სექტემბერი, 1797 – აპრილი, 1798
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1823 – 14 ოქტომბერი, 1825

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 დეკემბერი, 1796 – 26 სექტემბერი, 1797

დაბადებული 15 მარტი, 1767
ლანკასტერ ქაუნტი, სამხრეთი კაროლინა
გარდაცვლილი 8 ივნისი, 1845
ნეშვილი, ტენესი
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული პარტია
მეუღლე რეიჩელ ჯექსონი
საქმიანობა პროკურორი, მოსამართლე, ფერმერი, ჯარისკაცი (გენერალი)
ხელმოწერა Andrew Jackson Signature-.svg

ენდრუ ჯექსონი (ინგლ. Andrew Jackson; დ. 15 მარტი, 1767 — გ. 8 ივნისი, 1845) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის მე-7 პრეზიდენტი (1829-1837), დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა შოტლანდიელ-ირლანდიური ემიგრანტის ოჯახში. სისტემატური განათლება არ მიუღია. მუშაობდა ადვოკატად სამხრეთ კაროლინაში, 1788 ტენესის პროკურორად დანიშნეს. მონაწილეობა მიიღო ტენესის ძირითადი კანონების შედგენაში (1796), შემდეგ ამ შტატის წარმომადგენელი იყო კონგრესში. ერთი ხნით ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ინგლის-ამერიკის ომის დაწყებისას, 1812 წელს ჯექსონი ტენესის შტატის პოლიციის უფროსად დანიშნეს გენერალ-მაიორის ჩინით, შემდეგ მთელი ჯარის სათავეში დააყენეს; 1815 წელს ნიუ-ორლეანთან სასტიკად დაამარცხა ინგლისელები. 1821 წელს ფლორიდის (რომელიც ესპანელებს წაართვეს) პირველი გუბერნატორი გახდა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაუცველად მიანიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჯექსონის პორტრეტი გამოსახულია 20 დოლარიან ბანკნოტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: