ნანკინის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანკინის ხელშეკრულება

ოთახი სადაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები
ხელი მოეწერა 29 აგვისტო, 1842
ადგილი ნანკინი, ჩინეთი
ძალაში შევიდა 26 ივნისი, 1843
ხელი მოაწერეს ჩინეთი
დიდი ბრიტანეთი
ენები ინგლისური და ჩინური
Wikisource logo Treaty of Nanking ვიკიწყაროში

ნანკინის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1842 წლის 29 აგვისტოს ნანკინში, ცინის დინასტიასა და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა ოპიუმის პირველი ომი (1840-1842 წწ.).

ხელშეკრულების შედეგად დიდ ბრიტანეთს გადაეცა ჰონგ-კონგი, ჩინეთს დაეკისრა უდიდესი კონტრიბუცია (დაახლ. 21 მლნ დოლარი), ჩინეთის რამდენიმე პორტი (კანტონი, ამოი, ფუჯოუ, ნინბო, შანხაი) გაიხსნა სავაჭროდ ევროპელებისათვის.

ნანკინის ხელშეკრულების დამატება იყო ჰუმენის ხელშეკრულება, რომელსაც ჩინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1843 წელს გუანჯოუსთან ახლოს მოაწერეს ხელი.

ჩინეთში ნანკინის ხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც უთანასწოროს, რომელზეც ხელმოწერა ცინის დინასტიას აიძულეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]