ბრეთის მამა პიროსის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრეთის მამა პიროსის ეკლესია
ბრეთის მამა პიროსის ეკლესია — საქართველო
ბრეთის მამა პიროსის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°04′57″ ჩ. გ. 43°54′09″ ა. გ. / 42.082611° ჩ. გ. 43.902611° ა. გ. / 42.082611; 43.902611
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ურბნისისა და რუისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VI საუკუნის შუა ხანები
დეტალები

ბრეთის მამა პიროსის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა პიროსმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე ეკლესიაში განისვენებს. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ტოპონიმი, ბრეთა — აქ მონასტრის დაარსების შემდგომი დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს, კი, სავარაუდოდ, მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნეს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ „საძმო სამარხები“ ყოფილა.

მამა პიროსის ეკლესია გადაკეთებულია, დაკავშირებულია წმ. გიორგის ეკლესიასთან და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთი მინაშენი თავდაპირვეალდ დამოუკიდებელ, მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა, მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და ორგანულად დაუკავშირებიათ მოგვიანო ნაგებობასთან. შესასვლელს შიგნით მიდგმული აქვს კიბე, რომლის საფეხურებად გამოყენებულია წარწერიანი საფლავის ქვები. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ნაგებობის ზედა ნაწილები რიყის ქვითა და აგურით ამოუყვანიათ, აღუდგენიათ მინაშენებიც. ამ ხანაშია აგებული სამრეკლოც, რომელიც ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზეა დაშენებული. ეკლესია შეაკეთეს XIX საუკუნეშიც: გარედან მთლიანად შელესეს, გადახურეს კრამიტით, ბევრგან გადააწყვეს კედლები და ამოაშენეს დანგრეული ნაწილები, კვადრატული აგურით აღადგინეს მინაშენების ლავგარდნები. XIX საუკუნისაა ძირითადი ნავის კარნიზიც.

საბჭოთა პერიოდში, როგორც სხვა მრავალ ტაძარში ლიტურგიული მსახურება შეწყდა, ხოლო ეკლესია სურსათის საწყობად გადააქციეს. XX საუკუნის ბოლოს მამა პიროსის ეკლესიის ვიზუალური სახე სავალალოდ იკითხებოდა: ჩამოქცეული იყო სახურავი, აფსიდის კონქი, ჩანგრეული იყო იატაკი, ჩამოცლილი პერანგი, ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით იყო სავსე. ნაგებობა ბოლოს XX საუკუნის შუა წლებში შეუკეთებიათ. ძეგლს, შეძლებისდაგვარად, დაბრუნებული აქვს თავდაპირველი სახე.

ეკვდერს მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა სამხრეთის მხარეს. იგი დღესაც არსებობს და მთავარ ნავში გასასვლელს წარმოადგენს. საკურთხეველში ვიწრო სარკმელია გაჭრილი. მას გარედანაც და შიგნიდანაც სწორკუთხა მოყვანილობა აქვს. ამგვარივე სარკმელი ყოფილა დასავლეთითაც, მაგრამ იგი ამოქოლილია. თავდაპირველია აგრეთვე ფასადების საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთები.

სამრეკლო აგურით ნაგები ექვსთაღიანი ფანჩატურია, რომელსაც საფუძველი მრგვალი აქვს, სახურავი — პირამიდული.

ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მოანსტერია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]