რუისის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით; სასაფლაოზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,43 X 4,47 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ნიში. დარბაზის გრძივი კედლები უშუალოდ უკავშირდება აფსიდის კონქს, რომლის ქუსლები იმპოსტებს ეყრდნობა. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]