ავლევის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავლევის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ავლევში. მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, სასაფლაოზე. სამხრეთ ფასადის წარწერის თანახმად, იგი 1837 წელს „ძირითურთ აღმოფხვნილი ეკლესიის“ ადგილზე აუშენებია თავად იოვანე როსტომის ძე ამირეჯიბს.

ეკლესია დარბაზულია (10 X 4,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით, წყობა ირეგულარულია. მოგვიანებით შეკეთებისას აგურია ნახმარი. შიგნიდან არქიტრავული, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელი (გაფართოებულია შეკეთების დროს) და სამი მცირე ნიშია. სარკმლის ქვეშ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დასავლეთის კედელში ვიწრო სარკმელი ამოქოლილია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, კედლები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზედანზე, ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. კიდევ ერთი რელიეფური ჯვარია დასავლეთ სარკმლის ზემოთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]