ცერონისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცერონისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, წყობა ირეგულარულია. შესასვლელი დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, რომელიც გარეთ მკვეთრად ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ასეთივე ნიშია ჩრდილოეთ კედელშიც. კიდევ ერთი სარკმლის კვალი შემორჩენილია სამხრეთით. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიას სამხრეთით ჰქონია პატარა სწორკუთხა მინაშენი (შემორჩენილია მცირე ნაწილი), რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]