საციხურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საციხურის წმინდა გიორგის ეკლესია

საციხურის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,2 X 6,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის ფილებით. დასავლეთიდან და სამხრეთიდან თაღოვანი შესასვლელებია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშებია. დასავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია, ჩრდილოეთით - ორი. ყველა სარკმელი თაღოვანია. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა დანაწევრებულია პილასტრებით და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით. სამხრეთ შესასვლელი მოჩარჩოებულის გლუვი ლილვებით. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი და კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]