ძაძვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძაძვის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში. მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრზე, მაღალ მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთითაა. ღრმა, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო სარკმელი, რომლის გვერდებზე ოთხკუთხა ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ინტერიერი ფართო და ხალვათია. კედლები შელესილი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]