ისიდორე სამთავნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისიდორე სამთავნელი
ხსენების დღე 25 ივნისი
მოღვაწეობა ბერი

ისიდორე სამთავნელი, ეზდერიოს სამთავნელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 12 (25) ივნისი). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში მდინარე ლეხურის აღმოსავლეთით, სამთავისის სანახებში, დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავისის ტაძრის ტერიტორიაზე.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში.

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პიროს ბრეთელის ხსენების დღეს 25 ივნისს [ძვ. სტ. 12 ივნისი] აღნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომონაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 228.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 125-126