აარონ ეკჰარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აარონ ეკჰარტი

აარონ ეკჰარტი 2016 წელს
დაბადების სახელი აარონ ედვარდ ეკჰარტი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1968
კუპერტინო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992–დღემდე

აარონ ედვარდ ეკჰარტი (ინგლ. Aaron Eckhart; დ. 12 მარტი, 1968) — ამერიკელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, დედამისის — მარი მართა ეკჰარტისა (ქალიშვილობის გვარი ლოურენსი) და მამამისის — ჯეიმზ კონრად ეკჰარტის ოჯახში. ძმებს შორის ყველაზე უმცროსია. მამამისი გერმანული (გერმანელ-რუსი), ხოლო დედამისი ინგლისური, შოტლანდიური, გერმანული და ჩრდილოეთ ირლანდიური (შოტლანდიელ-ირლანდიელი) წარმომავლობისაა. ეკჰარტების ოჯახი ინგლისში საცხოვრებლად 1981 წელს გადავიდა. მისი დებიუტი ტელევიზიაში შედგა 1992 წელს. 1997 წელს ითამაშა ნილ ლაბუტის ფილმში „მამაკაცების გარემოცვაში“, რომლის შემდეგ პუპულარული გახდა. ეკჰარტი შემდეგ ნილ ლაბუტის კიდევ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა: „შენი მეგობრები და მეზობლები“ (1998), „მედდა ბეტი“ (2000) და „შეშლილობა“ (2002). 2000 წელს მონაწილეობა მიიღო სტივენ სოდერბერგის ფილმში „ერინ ბროკოვიჩი“. აღსანიშნავია აგრეთვე ფილმები: „აქ ეწევიან“, „ბნელი რაინდი“ და სხვა. აარონ ეკჰარტი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 მედდა ბეტი Nurse Betty დელ საიზმორი
2000 ერინ ბროკოვიჩი Erin Brockovich ჯორჯი
2006 შავი გეორგინი The Black Dahlia სერჟანტი ლი ბლანშარდი
2008 ბნელი რაინდი The Dark Knight ჰარვი დენტი
2011 რომის დღიური The Rum Diary სენდერსონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: