ქასაღი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 89 კმ |
| აუზის ფართობი | 1480 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | არაგაწი |
| ჩაედინება | სევჯური |
ქასაღი, სომხ. Քասաղ), აპირანჩაი — მდინარე სომხეთში, მდინარე სევჯურის (არაქსის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 89 კმ, აუზის ფართობი 1480 კმ2. სათავე აქვს არაგაწის ჩრდილოეთ კალთაზე. მიედინება არაგაწის აღმოსავლეთ მთისძირის გასწვრივ. იყენებენ სარწყავად. მდინარის ზემოთში არის აპარანის წყალსაცავი. ქასაღის ნაპირზეა ქალაქი აშტარაკი.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 492, თბ., 1986 წელი.