წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მუზეუმში დაცულია შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდს. მუზეუმში მრავლადაა წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), რაიონის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური მასალები. დაფუძნების თარიღი: 2001 წელი