შინაარსზე გადასვლა

ცელესტინ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცელესტინ III

ცელესტინ III (ლათ. Coelestinus PP. III; ერისკაცობაში ჯაჩინტო ბობონე; დ. 1106 — გ. 8 იანვარი, 1198) — რომის პაპი 1191–1198 წლებში.

ცელესტინ III დაიბადა რომში. იგი პაპად აირჩიეს 1191 წლის 21 მარტს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1198 წლის 8 იანვრამდე. ცელესტინი რომის კათოლიკურ ეკლესიას განაგებდა 6 წელი, 9 თვე და 9 დღე. დაკრძალულია ლატერანის სასახლეში.

წინამორბედი:
კლემენტ III
რომის პაპი

11911198
შემდეგი:
ინოკენტი III