შინაარსზე გადასვლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 2020, 21 ოქტომბერი
ტიპი საჯარო
რექტორი გიორგი ხუბუა
პრეზიდენტი ვოლფგან ა. ჰერმანი (საპატიო)
სტუდენტი 10,000 (დაგეგმილი)
მისამართი ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი, ქუთაისი, 4600 საქართველო (იურიდიული)
ილია ჭავჭავაძის გამზ. N33ა, სართული 4, ბინა N53, თბილისი, 0179, საქართველო (საკონტაქტო)
ქალაქი ქუთაისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
https://www.kiu.edu.ge/

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) — კვლევითი უნივერსიტეტი ქუთაისში, საქართველო. მისი მშენებლობის შესახებ 2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. უნივერსიტეტი მოიცავს 180 ჰექტარ ფართობს.[1] უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა 2020 წლის 21 ოქტომბერს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამები მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებების დარგში. უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, 1 მილიარდი ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებით ფონდიდან.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, დაგეგმილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ყველაზე დიდი, რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი კერა კავკასიაში, რომელსაც ასევე ექნება თანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი.[1]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიქმნა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად. თანამშრომლობის სფერო მოიცავს აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, აგრეთვე მის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და განვითარების გეგმას. 2020 წელს TUMint-მა გახსნა ოფისი საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და მხარდაჭერის მიზნით.

KIU და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი აპირებენ გააღრმავონ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ინოვაციების ხელშეწყობის და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში. მიუნხენის უნივერსიტეტის საქართველოს ოფისი ხელს შეუწყობს KIU კამპუსის განვითარებას ინოვაციებისა და მეწარმეობის დარგებში. გარდა ამისა, ოფისი კოორდინაციას უწევს მეცნიერებისა და ლექტორების ვიზიტებს KIU-ში და მხარს უჭერს KIU-ს საქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. TUM-ის მოდელის მსგავსად, KIU მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან განათლების, ინოვაციებისა და შრომის ბაზრის განსავითარებლად.

2022 წელს KIU იწყებს პროტონული თერაპიის ცენტრის (HTC) მშენებლობას. პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". ცენტრი განთავსდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და წარმოადგენს რეგიონში უნიკალურ საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც შესაძლებელი იქნება  სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა და კვლევა. ამავე სივრცეში იფუნქციონირებს უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მედიცინის, ბირთვული ფიზიკის, რადიაციული ბიოლოგიისა და ქიმიის  სფეროში. იგეგმება ორი ციკლოტრონის ამაჩქარებლის ინსტალაცია, რომლის ბაზაზეც საფუძველი ჩააეყრება პროტონული თერაპიის ცენტრსა და სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ის 180 ჰექტარზეა განფენილი. კამპუსი მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 25 კილომეტრით დაშორებით, თბილისიდან კი — სამი საათის სავალ გზაზე.[2]

სასწავლო პროგრამები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020–2021 სასწავლო წელს მიიღო სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

სამომავლოდ დაგეგმილია ახალი პროგრამების დამატება, როგორიცაა:[3]

  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • განათლება
  • ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • მედიცინა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ქართუ ფონდის ინვესტიციით ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტი აშენდება. Agenda.ge (12 September 2016). ციტირების თარიღი: 21 November 2017.[მკვდარი ბმული]
  2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კამპუსი. ციტირების თარიღი: 2020-01-07.
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აკადემიური პროგრამები. ციტირების თარიღი: 2020-01-07.