შინაარსზე გადასვლა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
დაფუძნდა 2016 წლის 16 სექტემბერი
ტიპი კერძო
რექტორი ნინო ენუქიძე
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი N82, თბილისი 0179
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი (+995 32) 2 195 015. ადმინისტრაცია
კამპუსი

2

          
მეტსახელი „BTU"
btu.edu.ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, BTUუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, რომელიც 2016 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 2016 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა. იგი ავტორიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. BTU ახორციელებს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, სადაც აქცენტი გაკეთებულია ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე ორიენტირებულ სწავლებაზე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს სამივე აკადემიური საფეხურის - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

საბაკალავრო საფეხურზე ისწავლება შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), ციფრული მარკეტინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში.

სამაგისტრო საფეხურზე წარმოდგენილია შემდეგი ორწლიანი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps, საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები, ხოლო ერთ წლიანი: ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის.

სადოქტორო საფეხურზე არის შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება, ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში.

უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, კარიერული განვითარების ცენტრი, სხვადასხვა ლაბორატორიები[1]: ინდუსტრია 4.0 ლაბი, iOS & Android ლაბი, AI ლაბი, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბი, ბლოქჩეინ ლაბი, კიბერუსაფრთხოების ლაბი, მდგრადობის ლაბი, Microsoft ლაბი, Martech ლაბი, XR Lab და Media Lab. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე მეწარმეობის ცენტრი ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]