შინაარსზე გადასვლა

ფილიპ VI (საფრანგეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფილიპ VI)
ფილიპ VI დე ვალუა
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 29 მაისი, 1328
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1328
მმართ. დასასრული: 22 აგვისტო, 1350
წინამორბედი: შარლ IV კაპეტი
მემკვიდრე: ჟან II ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1293
დაბ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 22 აგვისტო, 1350, (57 წლის)
გარდ. ადგილი: ნოჟენ-ლე-რუა, საფრანგეთი
მეუღლე: ჟანა ბურგუნდიელი
(ქ. 1313 - გარდ. 1349)
ბლანკა ნავარელი
(ქ. 1350)
შვილები: ჟან II, საფრანგეთის მეფე
ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი
ჟანა
დინასტია: ვალუები
მამა: შარლი, ვალუას გრაფი
დედა: მარგარიტა, ანჟუს გრაფინია
რელიგია: კათოლიციზმი

ფილიპ VI დე ვალუა (ფრანგ. Philipe VI de Valois), მეტსახელად იღბლიანი (ფრანგ. le Fortuné; დ. 1293, ფონტენბლო, საფრანგეთი — გ. 22 აგვისტო, 1350, ნოჟენ-ლე-რუა, საფრანგეთი) — საფრანგეთის პირველი მეფე ვალუას დინასტიიდან 1328-50 წლებში. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი.

როდესაც ფილიპ IV-ის სამივე ვაჟი უძეოდ დაიღუპა, ტახტზე მისი ძმის შვილი ფილიპ VI ავიდა. მიუხედავად საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონისა, რომლის მიხედვითაც ქალს მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა, ფილიპ IV-ის ასულის, იზაბელა ფრანგის ვაჟმა, ედუარდ III-მ საფრანგეთის ტახტზე პრეტენზია მაინც განაცხადა, რასაც მოჰვა ასწლიანი ომის დაწყება, რაც საბოლოოდ ისევ ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

1346 წელს ფილიპი სასტიკად დამარცხდა კრესის ბრძოლაში, რასაც 1347 წელს კალეს ორასი წლით დაკარგვა მოჰყვა. ამასთან ერთად გავრცელდა შავი ჭირიც, რომელმაც შეიწირა ფილიპეს ცოლიც და საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარიც.

1349 წელს მოიერთა დოფინე და დააარსა დოფინის თანამდებობა, პირველი დოფინი კი მისი შვილიშვილი შარლი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ჟან II კეთილი ავიდა.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპი დაიბადა 1293 წელს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ისაბელ არაგონელის შუათანა ვაჟის, ვალუას გრაფისა და ვალუას დინასტიის დამაარსებელ შარლ დე ვალუასა და მისი პირველი ცოლის, მარგარიტა ანჟუელის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. მამამისი საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის უმცროსი ძმა იყო და ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, თუმცა ვინაიდან მეფეს სამი ვაჟი ჰყავდა, მისი გამეფების შანსები ნაკლები იყო. გრაფმა შარლმა მთელი თავისი ცხოვრება ნეაპოლის ტახტისათვის ბრძოლას შეალია, რომელიც მას ანდერძით დაუტოვა ნეაპოლის დედოფალმა ჯოვანა I-მა, თუმცა ტახტი არაგონელებმა მიიტაცეს. შარლი 1325 წელს გარდაიცვალა და ფილიპი ხდება ანჟუს, მაინისა და ვალუას გრაფი.

აღსანიშნავია, რომ ფილიპს უამრავი და-ძმა ჰყავდა, რომელთაგანაც აღსანიშნავია ჰოლანდიის გრაფინია ჟანა დე ვალუა, ლათინთა იმპერატრიცა კატრინ დე ვალუა, ალანსონის გრაფი შარლ II, ბურბონის ჰერცოგინია იზაბელ დე ვალუა და ბოჰემიისა და გერმანიის დედოფალი ბლანშ დე ვალუა.

ფილიპისა და მისი ცოლის კორონაცია

საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის სამი ვაჟი: ლუი X, შარლ IV და ფილიპ V ერთმანეთის მიყოლებით, უძეოდ გარდაიცვალნენ. ამის გამო, 1328 წელს შეწყდა კაპეტინგების დინასტიის ძირითადი ხაზი და ფილიპ VI, როგორც ფილიპ III-ის შვილიშვილი და მისი პირდაპირი შთამომავალი საფრანგეთის პირველი მეფე ხდება ვალუას დინასტიიდან. იგი ფრანგებმა მალევე სცნეს თავიანთ მეფედ, თუმცა განსვენებული სამი მეფის უმცროსი და, ინგლისის დედოფალი იზაბელა ფრანგი ამბიციური ქალი იყო და საფრანგეთისთვის ბრძოლას აპირებდა. მიუხედავად ამისა, თავად იზაბელას ვაჟს, მეფე ედუარდ III-ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფილიპ VI-თან. ასევე, საფრანგეთში მოქმედი სალიკური სამართლის მიხედვით, ქალს ტახტზე ასვლა არ შეეძლო, ამიტომაც ტახტის ერთადერთ მემკვიდრედ ისევ ფილიპი რჩებოდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ განსვენებული შარლ IV-ის ქვრივი, დედოფალი ჟანა დ'ევრე ორსულად იყო და ყველა მოუთმენლად ელოდა მემკვიდრის დაბადებას, თუმცა მან გოგონა გააჩინა, რამაც ფილიპი უკონკურენტოდ დატოვა. ამასთან ერთად, მას ტახტში ეცილებოდა მეფე ლუი X-ის ასულიც, ნავარის დედოფალი ჟანა ფრანგი. ყოველივე ამის მიუხედავად, 1328 წლის 29 მაისს, რეიმსის კათედრალში შედგა ფილიპის საფრანგეთის მეფედ კურთხევა.

ადრეული მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილიპ VI ვალუა

მისი გამეფებისთანავე დაიწყო ქვეყანაში შინა ომები, რასაც შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო.  ამას ისიც ემატებოდა, რომ ფლანდრიის გრაფი ლუი I 1323 წლიდან მოყოლებული იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. იგი 1328 წლის აგვისტოში, კასელის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ფილიპმა, რითაც დასრულდა მისი მცდელობა: მოეწყო რევოლუცია.

1332 წლიდან ფილიპმა პალესტინის მუსულმანთა ხელიდან გამოხსნისთვის ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის დაგეგმვა დაიწყო. მან მონაწილეობა შესთავაზა ინგლისის მეფე ედუარდ III-ს და ასევე აქტიურ მიმოწერებს აწარმოებდა საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალესთან. საქართველოსა და საფრანგეთის მეფეებს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რასაც საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო კავშირის გაჩენა მოჰყვა. ფილიპ VI-მ გიორგი V-ს რიშარ მერსიე და ალექსანდრ ინგლისელი გაუგზავნა ელჩებად და ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო. გიორგის 30, 000 კაციანი ჯარიც კი ჰყავდა მზად, თუმცა საბოლოოდ ფილიპმა ლაშქრობის მოწყობა გადაიფიქრა და ეს იდეაც ჩავარდა. მან მიზნად დაისახა აკვიტანიის დაბრუნება, რომელიც ინგლისელებს ეპყრათ. ამის გამო, 1334 წელს მან ალიანსი შექმნა შოტლანდიის მეფე დავიდ II-თან, რომელიც ედუარდის მოსისხლე მტერი იყო. 1336 წლისთვის სამხედრო მოქმედებები დაიწყო, თუმცა ღია ომში არ გადაზრდილა.

1337 წლის ივლისში მან წარმატებით შეარიგა საღვთო რომის იმპერატორი ლუდვიგ IV და ავინიონის პაპი, რის შემდეგაც კვლავ ინგლისის წინააღმდეგ ჯარების შეკრებას მიუბრუნდა. ამ დროს, ედუარდმა, რომელიც იზაბელა ფრანგის უფროსი ვაჟი და მაშასადამე ფილიპ IV-ის შთამომავალი იყო, პრეტენზია განაცხადა საფრანგეთის ტახტზე, რასაც მოჰყვა ასწლიანი ომის დაწყება ინგლისსა და საფრანგეთს შორის.

ასწლიან ომში ფილიპი უფრო ძლიერი პოზიციით შევიდა, რადგანაც საფრანგეთი ამ დროს გაცილებით უფრო ხალხმრავალი და მდიდარი ქვეყანა იყო, ვიდრე ინგლისი. ამიტომაც, ომის დაწყების დროს წარმატება ფრანგების მხარეს იყო.

ინგლისის მეფე ედუარდ III

ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ფრანგულმა გემებმა თავიდანვე გადაწვეს უამრავი ინგლისური დასახლება. ამას მოჰყვა ინგლისელთა მხრიდან რეაგირება და მათ ბულონ-სურ-მერის პორტი გადაწვეს. 1339 წელს ფილიპმა საზღვაო შეტაკებისთვის მზადება დაიწყო, რასაც ნორმანდიის სანაპიროებთან გამართული სლეის ბრძოლა მოჰყვა, სადაც ფრანგული ფლოტი განადგურდა. ამის შემდეგ ინგლისელებმა დაარბიეს და დაიპყრეს უამრავი ნორმანდიული ქალაქი.

ედუარდ III-მ მალე ალიანსი დაამყარა ნიდერლანდებსა და ფლანდრიასთან, რომელიც საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ალიანსის განსამტკიცებლად კი მან ცოლად ნიდერლანდელი პრინცესა - ფილიპა ენოელზე იქორწინა. ამის საწინააღმდეგოდ, ფილიპმა თავისი უმცროსი და, ჟანა დე ვალუა ცოლად ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფს გააყოლა, თავისი ასული, მარგარიტა დე ვალუა კი ბრაბანტის ჰერცოგზე დააქორწინა. 1340 წელს ინგლისელებმა ტურს შემოარტყეს ალყა. ალყა დიდხანს გაიწელა, ედუარდს კი ფული ეწურებოდა, რის გამოც ფილიპმა ინგლისელებთან მოსალაპარაკებლად თავისი და, ჰოლანდიის გრაფინია ჟანა დე ვალუა გააგზავნა, რომელმაც 1340 წელს ინგლისთან ცხრაწლიანი ზავი დადო.

ცხრაწლიანი ზავი სულ ერთ წელს გაგრძელდა და 1341 წელს ომი განახლდა, თუმცა ამჯერად საბრძოლო პოლიგონი ბრეტანში გადავიდა. ბრეტანის მოღალატე ჰერცოგმა თავის სამფლობელოებში თავისუფლად შეუშვა ინგლისური ჯარები, თუმცა იგი მალე უშვილოდ დაიღუპა, რასაც მოჰყვა ომი ბრეტანის მემკვიდრეობისთვის. მალე ამ საქმეში რომის პაპი ჩაერთო და ფილიპს ედუარდთან დაზავება და ბრეტანის დათმობა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

1346 წელს ფრანგული ჯარები მასიურად შეესივნენ ინგლისელთა ხელში მყოფ აკვიტანიას. ამის გამო, ედუარდმა ჯარები ნორმანდიიდან და ბრეტანიდან გაიყვანა და აკვიტანიაში შეიყვანა. ფრანგები აქ სასტიკად დამარცხდნენ და ბევრი მებრძოლი დაკარგეს. ამასთან ერთად, ინგლისელებმა დაიკავეს პუასუ და კანი. დამარცხებული ფილიპი პარიზში შეიკეტა.

ამის შემდეგ ინგლისელმა მეომრებმა საფრანგეთში თარეში და გლეხებზე ძალადობა დაიწყეს, რასაც ხელისუფლება ვერაფერს შველოდა. ფილიპმა სცადა ამის აღმოფხვრა, თუმცა კრესის ბრძოლაში მისი ჯარი კიდევ ერთხელ განადგურდა. ამას მოჰყვა 1347 წელს ინგლისელთა მიერ კალეს აღება, რომელიც ფრანგებმა მხოლოდ ორასი წლის შემდეგ დაიბრუნეს.

კრესის ბრძოლის შემდეგ საფრანგეთი ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა, რასაც შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, რომელმაც მოსახლეობის ერთი მესამედი შეიწირა, მათ შორის ფილიპის ცოლიც, დედოფალი ჟანა ბურგუნდიელიც.

ფილიპის მიერ განხორციელებული უკანასკნელი სვლები წარმატებული აღმოჩნდა. მან დაამარცხა ლანგედოკისა და მონპელიეს ურჩი მმართველები და ეს ტერიდორიები დომენს დაუქვემდებარა, ამასთან 1349 წელს დაიპყრო დოფინეც. ამის შემდეგ უკვე დამკვდიდრდა ახალი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მეფის უფროს ვაჟს, ანუ ტახტის მემკვიდრეს სამართავად ეძლეოდა დოფინე და თავად იგიც საფრანგეთის დოფინად იწოდებოდა. ფილიპ VI გარდაიცვალა 1350 წლის 22 აგვისტოს, 57 წლის ასაკში. მის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ჟან II, თუმცა მის დროს დაწყებული ასწლიანი ომი მხოლოდ მისი შვილთაშვილის შვილის დროს დასრულდა საფრანგეთის გამარჯვებით.

ქორწინებები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილიპ VI და ჟანა ბურგუნდიელი

1313 წლის ივლისში იქორწინა ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის ქალიშვილ აგნეს ფრანგის ასულ ჟანა ბურგუნდიელზე. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ბედნიერი ქორწინებაც ჰქონდათ, ფილიპის არყოფნისას კი ჟანა ქვეყანას რეგენტის სტატუსით მართავდა. დედოფლის ძლიერების გამო, ბოროტმა ადამიანებმა ჟანას მეტსახელად "კოჭლი" შეარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სიარულთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა ისტორიაში სწორედ "ჟანა კოჭლის" სახელითაა შესული. ფილიპსა და ჟანას ცხრა შვილი შეეძინათ:

  1. ჟან II (1319-1364), საფრანგეთის მეფე, პირველად იქორწინა ბონა ლუქსემბურგელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჟანა ოვერნელზე, თუმცა შვილები მხოლოდ პირველ ცოლთან ჰყავდა;
  2. მარი (1326-1333), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ლუი (1329), დაიბადა მკვდარი;
  4. ლუი (1330), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (1333);
  6. მკვდარშობილი ვაჟი (1335);
  7. ფილიპი (1336-1375), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ IV-ის ასული ბლანშ ფრანგი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  8. ჟანა (1337), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. მკვდარშობილი ვაჟი (1343);

ჟანა ბურგუნდიელის გარდაცვალების შემდეგ, 1349 წელს ფილიპი მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი X-ის ასულის, ნავარის დედოფალ ჟანა ფრანგისა და მეფე ფილიპ III-ის ქალიშვილ ბლანკა ნავარელზე. მართალია ფილიპი ქორწინებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, თუმცა ბლანკასთან ერთი გოგონა მაინც შეეძინა:

  1. ბლანში (1351-1371), დანიშნული იყო არაგონის მეფე ხაიმე I-ზე, თუმცა არაგონისკენი მიმავალ გზაზე დაიღუპა;

თავად ახალგაზრდა და დაქვრივებულმა ბლანკა ნავარელმა, მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა შემდეგი ისტორიული ფრაზით: "საფრანგეთის დედოფლები მეორედ არ თხოვდებიან !", რომელიც შემდეგში შარლ IX-ის ქვრივმა, ელიზაბეთ ავსტრიელმაც გამოიყენა, როდესაც ესპანეთის მეფეს უთხრა უარი.

კაპეტინგებთან კავშირი

 
 
ფილიპ III
 
 
 
ისაბელა არაგონელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჟანა ნავარელი
 
ფილიპ IV
 
 
 
 
 
შარლ დე ვალუა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლუი Xფილიპ Vიზაბელაკარლოს IV
 
ფილიპ VI
 
 
 
 
იოანე I
 
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 302.
  • David Nicolle, Crécy 1346: Triumph of the Longbow, (Osprey, 2000), 12.
  • Elizabeth Hallam and Judith Everard, Capetian France 987-1328, 2nd edition, (Pearson Education Limited, 2001), 366.
  • Jonathan Sumption, The Hundred Years War: Trial by Battle, Vol. I, (Faber & Faber, 1990), 106-107.
  • Viard, "Philippe VI de Valois. Début du règne (février-juillet 1328)", Bibliothèque de l'école des chartes, 95 (1934), 263.
  • Viard, 269, 273.
  • Curry, Anne (2003). The Hundred Years' War. New York: Rutledge. p. 18.
  • Jonathan Sumption, The Hundred Years War: Trial by Battle, 109-110.
  • Kelly DeVries, Infantry Warfare in the Early Fourteenth Century, (The Boydell Press, 1996), 102.
  • Jonathan Sumption, The Hundred Years War:Trial by Battle, 135.
  • The Hundred Years War:Not One But Many, Kelly DeVries, The Hundred Years War (part II): Different Vistas, ed. L. J. Andrew Villalon, Donald J. Kagay, (Brill, 2008), 15.