კარლომან I
კარლომან I (ფრანგ. Carloman Ier, გერმ. Karlmann I.; დ. 751 — გ. 4 დეკემბერი, 771) — ფრანკთა მეფე 768–771 წლებში. პიპინ მოკლესა და ბერტრადა ლაონისას მეორე ვაჟიშვილი.
ძმა კარლოს დიდთან ერთად, კარლომანი პაპი სტეფან II-ის მიერ მეფედ დაინიშნა 754 წელს. 768 წელს პიპინის გარდაცვალების შემდეგ კარლომანი და შარლემანი სამეფოს ერთმანეთში იყოფენ, რომელშიც კარლომანს სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი — ავსტრაზია შეხვდა. ძმებს შორის საკმაო უთანხმოება უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ ამის გამო კარლომანის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე გერბერგა ვაჟებითურთ დეზიდერიუსის, ლომბარდთა მეფის, კარს გაიხიზნა. ვინაიდან ზოგიერთი წყაროს თანახმად გერბერგა დეზიდერიუსის ქალიშვილი იყო, ძნელია იმის დადგენა თუ რამდენად სერიოზული იყო ძმებს შორის დაძაბულობა. კარლომანის გარდაცვალების შემდგომ მისი სამეფო კარლოს დიდმა შემოიერთა, შემდგომ კი საკუთარ ვაჟებს გადაუნაწილა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|