შარლ III მოსულელო
იერსახე
შარლ III მოსულელო (ლათ. Carolus III Simplex, გერმ. Karl III. der Einfältige, ფრანგ. Charles III le Simple; დ. 17 სექტემბერი, 879 — გ. 7 ოქტომბერი, 929) — დასავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე 898-923 წლებში, კაროლინგების დინასტიისა, ლუი II-ის შვილი. იძულებული იყო ნორმანებისთვის დაეთმო ნორმანდია. 911 წელს დაიპყრო ლოთარინგია. 922–923 წლებში შარლ III მოსულელოს აუჯანყდა დიდკაცობა, რომელმაც შარლ III ვერაგულად დაატყვევა და მეფედ რაულ ბურგუნდიელი წამოაყენა (923 წლის ივლისი). შარლ III სიკვდილამდე პერონის ციხესიმაგრეში იმყოფებოდა ტყვედ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 691.