ჯოვანა I ნეაპოლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოვანა I ნეაპოლელი
Giovanna I di Napoli
ნეაპოლის დედოფალი
კორონაცია: 28 აგვისტო 1344
მმართ. დასაწყისი: 20 იანვარი 1343
მმართ. დასასრული: 12 მაისი 1382
წინამორბედი: რობერტო ნეაპოლელი
მემკვიდრე: კარლო III ნეაპოლელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: მარტი 1328
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი: 27 ივლისი 1382, (54 წლის)
გარდ. ადგილი: სან ფელე, ნეაპოლის სამეფო
მეუღლე: 1.ანდრაშ უნგრელი
(ქორ. 1333 - გარდ. 1345)
2.ლუისი, ტარანტოს პრინცი
(ქორ. 1347 - გარდ. 1362)
3.ხაიმე IV, მაიორკის მეფე
(ქორ. 1363 - გარდ. 1375)
4.ოტო, ბრუნსვიკ-გრუბენჰაგენის ჰერცოგი
(ქორ. 1376)
შვილები: კარლო
კატერინა
ფრანსუაზა
დინასტია: ანჟუები
მამა: კარლო, კალაბრიის ჰერცოგი
დედა: მარი დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ჯოვანა I ნეაპოლელი (იტალ. Giovanna I di Napoli, დ. მარტი 1328 - გ. 27 ივლისი 1382) — ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. კალაბრიის ჰერცოგ კარლო ანჟუელისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა მარი დე ვალუას ქალიშვილი. ნეაპოლის, სიცილიისა და იერუსალიმის დედოფალი, პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფინია, აქაიის პრინცესა 1343-1382 წლებში.

ტახტზე ავიდა 17 წლის ასაკში. იგი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი მონარქის სახელითაა შესული. ცნობილია, რომ მას ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდა ხოლმე ინტიმური კავშირი. ტახტზე ასვლისთანავე სასახლე საროსკიპოდ გადააქცია. გათხოვილი იყო ოთხჯერ. მან მოაწამლინა სახელმწიფო პირები, რომლებიც არ მოსწონდა და გაგუდა პირველი ქმარი, რომელიც ტახტის გაყოფას სთხოვდა. ჯოვანა მრავალფეროვანი პიროვნება იყო. მაგალითად ის პატრონობდა ხელოვნებას და ლიტერატურას. მას ძალიან მოსწონდა ჯოვანი ბოკაჩოს ეროტიკული ნოველები. ის მიდიოდა დედოფალთან და თავად უკითხავდა მათ.

თავისი მრავალწლიანი მეფობის პერიოდში იგი მონაწილეობდა უამრავ როგორც შიდა, ისე გარე კონფლიქტებში. საბოლოოდ იგი მისმა ბიძაშვილმა, უნგრეთის მეფე კარლომ ჩამოაგდო ტახტიდან, რის შემდეგაც ჯოვანა მალევე მოკლეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვანა ნეაპოლელი დაიბადა 1328 წლის მარტში, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი 1326 წელსაა დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წყარო 28 წელზე მიუთითებს. ჯოვანა იყო კალაბრიის ჰერცოგ კარლო ნეაპოლელისა (ნეაპოლის მეფე რობერტო ნეაპოლელის ვაჟი) და მისი მეუღლის, პრინცესა მარი დე ვალუას (საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის და) ქალიშვილი. მას ჰყავდა ორი უფროსი და - ელიზა (დ./გ. 1325) და მარია (1326-28), გარდა ამისა ასევე ჰყავდა ერთი უმცროსი ძმა კარლ მარტელი (1329). ვინაიდან მისი და-ძმები ჩვილობაშივე დაიღუპნენ, ჯოვანა ნეაპოლის ტახტის პირველ მემკვიდრედ იქცა. ჯოვანას მამა მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში, 1328 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა, რის შედეგადაც იგი ბაბუის, ანუ ნეაპოლის მეფის ერთადერთ მემკვიდრედ იქცა. სულ რაღაც ორ წელიწადში, 1331 წლის 23 ოქტომბერს, ჯოვანას დედა მარი დე ვალუა, ბარში მოლოცვის დროს გარდაიცვალა.

ვაჟის ანუ კალაბრიის ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ მეფე რობერტო დიდ განსაცდელში ჩავარდა. მას ტახტი უნდა დაეტოვებინა ან ქალი შვილიშვილისათვის, ან თავისი ძმისშვილისთვის. იმის გამო, რომ რობერტოს მისი ძმა არაერთხელ აჯანყებია, მან არჩევანი შვილიშვილზე შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ იგი გოგონა იყო. როგორც ტახტის მემკვიდრეს, 1330 წელს ჯოვანას უბოძეს კალაბრიის ჰერცოგინიის, ხოლო 1334 წელს სალერნოს პრინცესის წოდებები მიანიჭეს.

მეფე რობერტოს ძმისშვილი კარლ რობერი ამ პერიოდში უკვე უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იყო. ამიტომაც რობერტო ნეაპოლელმა განიზრახა ამ უძიერეს სახელმწიფოსთან და ნათესავებთან ურთიერთობის დათბობა, რის გამოც მან ჯოვანას უნგრეთის პრინც ანდრაშ უნგრელზე მითხოვება მოისურვა. უნდა აღინიშნოს, რომ სასიძო ამ დროისათვის ოთხი წლის იყო, ხოლო სარძლო სამის. ამით იტალიური და უნგრული ანჟუს დინასტიები გაერთიანდებოდა და შეიქმნებოდა ერთიანი სახელმწიფო. 1332 წლის 8 ნოემბერს ჯოვანა და ანდრაში ოფიციალურად დაინიშნენ, ხოლო 1333 ისინი დააქორწინეს. ამ დროს ანდრაში უკვე ექვსი წლის იყო, ხოლო ჯოვანა ხუთის. ცერემონიის შემდეგ ანდრაშს კალაბრიის ჰერცოგის წოდება მიენიჭა და იგი ნეაპოლში გადაცხოვრდა.

1343 წლის 20 იანვარს, როდესად ჯოვანა 17 წლის იყო, მეფე რობერტო ნეაპოლელი გარდაიცვალა. მან ტახტი და მისი აბსოლუტური ძალაუფლება ჯოვანას დაუტოვა და ანდერძში ახსენა, რომ მმართველობასთან ანდრაშს არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. ასევე რობერტოს ანდერძით, თუ ჯოვანა უშვილოდ დაიღუპებოდა ტახტი უნგრელებს არ უნდა დარჩენოდა და ამ შემთხვევაში ტახტზე რობერტოს უმცროსი და, პრინცესა მარია უნდა ასულიყო.

ვინაიდან ამ დროისათვის ჯოვანა ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ქვეყნის სამართავად შეიქმნა სამეფო საბჭო, რომელშიც შევიდნენ ნეაპოლელი არისტოკრატები და აგრეთვე ჯოვანას ბებიანაცვალი, ქვრივი დედოფალი სანჩა მაიორკელი. საბჭოს სხვა წევრები იყვნენ ვიცე კანცლერი ფილიპო დე კაბასოსი, კავილიონის ეპისკოპოსი, ფილიპო დი სამინეტო და ადმირალი ჯოფრედო დი მარცანო. საბჭოს არაეფექტური მმართველობიდან გამომდინარე, რომის პაპმა გადაწყვიტა მისი დაშლა და ამისათვის ნეაპოლში თავისი ლეგატი, კარდინალი აიმერ დე შატელოსი გააგზავნა.

ტახტზე ასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრაშ უნგრელის მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომი პიემონტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრელების შემოჭრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაქცევა პროვანსში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუის ტარანტოელის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვანსის დაპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაცია და სამეფო კარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთის განხეთქილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ანჟუელი, მისი ნეაპოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვანას მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნეაპოლის დედოფალი;
  • სიცილიის დედოფალი;
  • იერუსალიმის დედოფალი;
  • სალერნოს პრინცესა;
  • აპულიას ჰერცოგინია;
  • კაპუას პრინცესა;
  • აჩეას პრინცესა;
  • პროვანსის გრაფინია;
  • ფორსალკიერის გრაფინია;
  • პიემონტის გრაფინია;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვანა I ნეაპოლელი
დაიბადა: მარტი 1328 გარდაიცვალა: 27 ივლისი 1382
წინამორბედი:
რობერტო ნეაპოლელი
ნეაპოლის, სიცილიისა და იერუსალიმის დედოფალი, აპულიის ჰერცოგინია, პროვანსის, ფოლსალკიერისა და პიემონტის გრაფინია, კაპუასა და სალერნოს პრინცესა
1343-1382
შემდეგი:
კარლო ნეაპოლელი
წინამორბედი:
ფილიპე ტარანტოელი
აქაიის პრინცესა
1373-1381
შემდეგი:
ჟოფრუა დე ბოა