შარლ V ბრძენი
იერსახე
| შარლ V დე ვალუა | |
|---|---|
|
| |
| საფრანგეთის მეფე | |
| კორონაცია: | 19 მაისი, 1364 |
| მმართ. დასაწყისი: | 8 აპრილი, 1364 |
| მმართ. დასასრული: | 16 სექტემბერი, 1380 |
| წინამორბედი: | ჟან II |
| მემკვიდრე: | შარლ VI |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 21 იანვარი, 1338 |
| დაბ. ადგილი: | ვენსენი, საფრანგეთი |
| გარდ. თარიღი: | 16 სექტემბერი, 1380, (42 წლის) |
| გარდ. ადგილი: | ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი |
| მეუღლე: |
ჟანა დე ბურბონი (ქ. 1350 - გარდ. 1378) |
| შვილები: |
შარლ VI, საფრანგეთი ლუი I, ორლეანის ჰერცოგი კატრინი |
| დინასტია: | ვალუები |
| მამა: | ჟან II, საფრანგეთის მეფე |
| დედა: | ბონა ლუქსემბურგელი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
შარლ V ბრძენი (ფრანგ. Charles V le Sage; დ. 21 იანვარი, 1338, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1380, ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1364–1380 წლებში. ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. 1356–1360 და 1364 წლის დამლევს - საფრანგეთის რეგენტი (მამის — ჟან II კეთილის ინგლისელებთან ტყვედ ყოფნის პერიოდში). ეძებდა სახსრებს ომის გასაჩაღებლად და მამის ტყვეობიდან დასახსნელად, გააუფასურა მონეტა. პარიზის აჯანყების (1357–1358 ) დაწყების შემდეგ გაიქცა პარიზიდან და დედაქალაქს შიმშილის ბლოკადა მოუწყო. ჟაკერიის ჩახშობისა და პარიზის დიდკაცობის ღალატის წყალობით 1358 წლის ზაფხულში აიღო პარიზი. 1369 წელს განაახლა საომარი მოქმედება ინგლისელთა წინააღმდეგ და 70-იანი წლების ბოლოსათვის თითქმის მთლიანად განდევნა ისინი საფრანგეთიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 691.
| |||||||||||||||||||||||