გენო ადამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენო ადამია
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1936
დაბადების ადგილი სენაკი, სამეგრელო, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 1993 (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოხუმი, აფხაზეთის არ, საქართველო
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 1992-1993
წოდება
გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი:
ბრძოლა სოხუმისთვის და სხვა
ჯილდოები

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გენო აკაკის ძე ადამია (დ. 8 მარტი, 1936, სენაკი — გ. 28 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1993), აფხაზეთის ომის მონაწილე (1992–1993). საქართველოს ეროვნული გმირი (2020), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1994).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენო ადამია დაიბადა სენაკში, სამეგრელოში. სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი.[1]

შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. მალევე, დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გენერალმა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს.[2]

1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გენო ადამია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018.
  2. გენერალი გენო ადამია. Iverieli. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018.
  3. „გიორგი გახარიამ აფხაზეთის ომში დაღუპული გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა“. InterPressNews. ციტირების თარიღი: 27 September 2020.