საადეთ II გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
|შვილები = [[მეჰმედ III გირეი]]<br/>შაჰინ გირეი
|შვილები = [[მეჰმედ III გირეი]]<br/>შაჰინ გირეი
|დინასტია = [[გირეის დინასტია]]
|დინასტია = [[გირეის დინასტია]]
|მამა = [[დევლეთ I გირეი]]
|მამა = [[მეჰმედ II გირეი]]
|დედა =
|დედა =
|რელიგია = [[სუნიზმი|სუნიტური ისლამი]]
|რელიგია = [[სუნიზმი|სუნიტური ისლამი]]

20:26, 26 ივლისი 2020-ის ვერსია

საადეთ II გირეი
Saadet Giray‎
ყირიმის მე-12 ხანი
მმართ. დასაწყისი: მარტი, 1584
მმართ. დასასრული: 7 ივლისი, 1584
წინამორბედი: მეჰმედ II გირეი
მემკვიდრე: ისლამ II გირეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1560
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1587
გარდ. ადგილი: დაღესტანი, ყირიმის სახანო
შვილები: მეჰმედ III გირეი
შაჰინ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მეჰმედ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

საადეთ II გირეი (ყირიმ. ۲سعادت كراى‎‎‎; II Saadet Geray; დ. 1560, ბახჩისარაი, — გ. 1587, დაღესტანი) — ყირიმის ხანი 1584, მეჰმედ II გირეის უფროსი ვაჟი.

მამამისის სიკვდილით დასჯის შემდეგ, გაებრძოლა ბიძას, ყაფლან გირეის და სასტიკად დაამარცხა, რის შემდეგაც გახდა ყირიმის ხანი. თუმცა ოსმალეთის სულთნის, მურად III-ის განკარგულებით ყირიმის ტახტი ეკუთვნოდა საადეთის ბიძას, ისლამ II გირეის.

საადეთმა ძალაუფლება არ დათმო და ნოღაის ურდოსა და კავკასიელების დახმარებით გააჩაღა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელშიც დამარცხდა და 4 თვიანი მმართველობის შემდეგ, 7 ივლისს გაიქცა ყირიმიდან. ხანი გახდა ისლამ II გირეი.

მან თავი შეაფარა ასტრახანს, საიდანაც მარბიელი ლაშქრობა განახორციელა ყირიმზე, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, ოჯახთან ერთად გადაიხვეწა დაღესტანში, სადაც გარდაიცვალა 1587 წელს, 27 წლის ასაკში.

მოგვიანებით, 1623 წელს, მისმა ვაჟმა, მეჰმედ III გირეიმ ტახტისათვის ბრძოლა გააჩაღა და მოიპოვა ყირიმის ხანის ტიტული.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • Osmanlı Tarihi, III. Cilt, 2. Kısım, 7. baskı, sf: 1-2-3-4, Türk Tarih Kurumu Yayınları-2011, Ord. Prof. İsmail Hakkı Uzunçarşılı