ხმელთაშუა ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: kk:Жерорта теңізі; cosmetic changes |
მ ბოტის დამატება: lmo:Mar Mediterani |
||
ხაზი 97: | ხაზი 97: | ||
[[lb:Mëttelmier]] |
[[lb:Mëttelmier]] |
||
[[lij:Mâ Mediterraneo]] |
[[lij:Mâ Mediterraneo]] |
||
[[lmo:Mar Mediterani]] |
|||
[[ln:Mediterané]] |
[[ln:Mediterané]] |
||
[[lt:Viduržemio jūra]] |
[[lt:Viduržemio jūra]] |
09:54, 13 აპრილი 2010-ის ვერსია
ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილია და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა შემოსაზღვრული ჩრდილოეთიდან ევროპით, სამხრეთიდან აფრიკით, ხოლო აღმოსავლეთიდან კი აზიით. მისი ფართობია დაახ. 2,5 მილიონი კმ². ოკეანოგრაფიაში მისი ალტერნატიული სახელებია ევროაფრიკული ხმელთაშუა ზღვა ან ევროპის ხმელთაშუა ზღვა სხვა ხმელეთშორისი ზღვებისგან განსასხვავებლად.
უძველესი დროიდან ხმელთაშუა ზღვა დატვირთული სატრანსპორტო მაგისტრალი იყო, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის ამომავალ ერებს - ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებსა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს სავაჭრო და კულტურული გაცვლები ეწარმოებინათ. ხმელთაშუა ზღვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციის დაბადებისა და განვითარების მიზეზთა შეცნობაში.
სახელი
ხმელთაშუა ზღვის ლათინური სახელია mediterraneus (medius, 'შუა' + terra, 'მიწა, ხმელეთი'), ბერძნულში "mesogeios".
ისტორიის მანძილზე მას ალტერნატიული სახელებიც ჰქონია. მაგ. რომაელები მას უწოდებდნენ Mare Nostrum (ლათ., ჩვენი ზღვა). ბიბლიაში მას მოიხსენიებენ, როგორც "დიდი ზღვა" ან "დასავლეთის ზღვა". თანამედროვე ებრაულში მას "ჰა-იამ ჰა-ტიხონ" (הים התיכון, შუა ზღვა) ჰქვია, რაც გერმანული ვერსიის Mittelmeer პირდაპირი ადაპტაციაა. თუქრულად მას Akdeniz (თეთრი ზღვა) ჰქვია. არაბულად "ალ-ბაჰრ ალ-აბიად ალ-მუტავასიტ" (البحر الأبيض المتوسط, შუა თეთრი ზღვა). ბრიტანეთში მას არაფორმალურად შემოკლებით "The Med"-ს უწოდებენ.
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები: ესპანეთი, საფრანგეთი, მონაკო, იტალია, სლოვენია, ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, სირია, ლიბანი, ისრაელი, კვიპროსი, მალტა, ეგვიპტე, ლიბია, ტუნისი, ალჟირი, მაროკო.
სუბდანაყოფები
გეოლოგია
ეკოლოგია
რესურსები ინტერნეტში
|